პარასკევს, გერმანიის ციფრულმა ასოციაცია "ბიტკომმა" განაცხადა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობის და მონაცემების მოპარვა, ასევე ციფრული და სამრეწველო ჯაშუშობა და დივერსიები, გერმანიას 2023 წელს 206 მილიარდი ევრო დაუჯდება.
"ბიტკომის" მიერ 1000-ზე მეტი კომპანიის გამოკითხვის თანახმად, მიყოლებით მესამე წლის განმავლობაში, ზარალი 200 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
„გერმანიის ეკონომიკა კრიმინალებისთვის და მტრული სახელმწიფოებისთვის ძალიან მიმზიდველი სამიზნეა. ორგანიზებულ კრიმინალსა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ მოქმედ პირებს შორის საზღვრები ბუნდოვანია,“ განაცხადა "ბიტკომის" პრეზიდენტმა რალფ ვინტერგერსტმა.
გასული 12 თვის განმავლობაში, გამოკითხულ კომპანიათა სამმა მეოთხედმა ციფრული თავდასხმა განიცადა, რაც გასული წლის 84-პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია.
„რიცხვის ცოტაოდენი კლება დადებითი ნიშანია და მიუთითებს, რომ დაცვით ზომებს შედეგი აქვს" - ამბობს კომპანიის პრეზიდენტი.
კითხვაზე: „კიბერ-თავდასხმები თქვენი ბიზნესის არსებობას საფრთხეს თუ უქმნის,“ კომპანიების ნახევარზე მეტმა - 52 პროცენტმა - თქვა „დიახ“. გამოკითხვის თანახმად, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 45 პროცენტი იყო და ორი წლის წინ 9-პროცენტიან ნიშნულზე იყო.
თავდასხმის მსხვერპლი კომპანიებიდან 70 პროცენტს საიდუმლო მონაცემები მოპარეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 7 პროცენტით მეტია. ამის მსგავსად, კომპანიების 61 პროცენტის ციფრულ კომუნიკაციებზე მიყურადება აღინიშნა, რაც გასულ წელთან შედარებით 4 პროცენტით ზრდას აჩვენებს.