სულ ცოტა, 4 ადამიანია მოკლული და 2 დაჭრილი, მას შემდეგ რაც შეიარაღებული ადამიანი დღეს ჩრდილოეთ ავსტრალიაში მდებარე სასტუმროში შეიჭრა და სტუმრების მისამართით ცეცხლი გახსნა. თვითმხილველები ტელეკომპანია "ეი-ბი-სის" უყვებიან, რომ ის სასტუმროს ოთახებში შედიოდა და ისროდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა. შემდეგ კი სასტუმროდან მანქანით გაიქცა.
მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა. სამართალდამცავების განცხადებით, ქალაქ დარვინის "პალმს-ოტელში" მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილია 45 წლის მამაკაცი. ჯერჯერობით მკვლელობის სხვა დეტალები ცნობილი არ არის. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სასტუმროში მყოფ ადამიანებზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად არ განიხილება.
Facebook Forum