ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს


თეთრი სახლი 1915 წლის აპრილში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულ სომეხთა პატივსაცემად განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაში მოვლენები მოხსენიებულია როგორც Meds Yeghern - რაც "დიდ დანაშაულს" ნიშნავს. ეს ტერმინი ამერიკის პრეზიდენტთაგან პირველად ბარკ ობამამ გამოიყენა.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ "დიდ დანაშაულს" და პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც მე-20 საუკუნის ამ ერთ-ერთ ყველაზე საზარელ სისხლისღვრას შეეწირნენ. 1915 წლის დასაწყისში, ოტომანთა იმპერიის ბოლო წლებში მილიონნახევარი სომეხი იძულებით გაასახლეს, დახოცეს, ან სიკვდილამდე მიიყვანეს. ხსოვნის ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით ამეირკაში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ სომეხ თემს დაღუპული ადამიანების გლოვაში", - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ადმინისტრცია პატივს სცემს და აფასებს მათ საქმიანობას, ვინც ცდილობდა ძალადობის დასრულებას და იმას, რომ მსგავსი რამ აღარსად განმეორებულიყო. მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტსა და ადვოკატს რაფაელ ლემკინს.

"ჩვენ ასევე გამოვხატავთ აღტაცებას სომეხი ხალხის მხნეობითა და გამძლეობით. ისინი უდიდესი სიძნელეების მიუხედავად, სიცოცხლით სავსე თემებს ქმნიან მთელ მსოფლიოში, მათ შორის შეერთებულ შტატებში", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ მიესალმება თურქებისა და სოხების მცდელობას, აღიარონ და გაუმკლავდნენ მტკივნეულ წარსულს.

სომხეთი აცხადებს, რომ 1915-1917 წლებში ქვეყანაში 1.5 მილიონი ადამიანი მოკლეს. თურქეთი ასობით ათასი სომეხის მოკვლას აღიარებს, თუმცა ამ ფაქტისთვის გენოციდის კვალიფიკაციის მიცემას, რასაც სომხეთი ათეულობით წელია ითხოვს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 2016 წელს გერმანია გახდა 21-ე ქვეყანა, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში თურქეთის მიერ სომხეთის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.

სომხური თემის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ცდილობენ, დაარწმუნონ თეთრი სახლის სხვადასხვა ადმინისტრაცია, რომ ამ მოვლენებს გენოციდის სტატუსი მიანიჭოს. 100-ზე მეტმა ამერიკელმა კანონმდებელმა წელს პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდა, რომ მოვლენები გენოციდად მოეხსენიებინა. გარდა ამისა, "სომეხთა ეროვნული კომიტეტი ამერიკაში" დონალდ ტრამპს მოუწოდებს, დაასრულოს "თურქეთი უპირველეს ყოვლისა" პოლიტიკა.

XS
SM
MD
LG