ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტონის სამარასი კოალიციის შექმნას შეეცდება


პრეზიდენტმა ახლადარჩეულ ლიდერს სრული მანდატი მისცა კოალიციის შესაქმნელად

საბერძნეთის კონსერვატიულ ლიდერს ანტონის სამარასს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სამი დღე ექნება კოალიციური მთავრობის დასაკომპლექტებლად.
დღეს სამარასი საბერძნეთის პრეზიდენტს კაროლოს პაპულიასს შეხვდა. პრეზიდენტმა ახლადარჩეულ ლიდერს სრული მანდატი უბოძა კოალიციის შექმნის მიზნით მოლაპარაკებების გამართვის მიზნით.
„დღეს ბერძენმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა და ევროზონაში დარჩენას დაუჭრა მხარი, ამომრჩეველმა ევროზონის ინტეგრალურ შემადგენელ ნაწილად ყოფნას მისცა ხმა.“
ანტონის სამარასი


შეგახსენებთ რომ ანტონის სამარასის „ახალი დემოკრატიის“ პარტიამ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 30 პროცენტი მოიპოვა და სამასადგილიან პარლამენტში 129 ადგილი დაისაკუთრა.
სამარასმა ამ გამარჯვებას მთელი ევროპის წარმატება უწოდა:
„დღეს ბერძენმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა და ევროზონაში დარჩენას დაუჭრა მხარი, ამომრჩეველმა ევროზონის ინტეგრალურ შემადგენელ ნაწილად ყოფნას მისცა ხმა.“-თქვა ანტონის სამარასმა.
რადიკალური მემარცხენე მიმდინარეობის „სირიზას“ პარტია პარლამენტში 71 ადგილით შევა, სოციალისტების პარტია კი ახალ საკანონმდებლო ორგანოში 33 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ და ევროკომიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელის საბერძნეთის ახალ მთავრობასთან მუშაობას და ოფიციალური ათენის ძალისხმევის მხარდაჭერას საბერძნეთის ეკონომიკის მდგრადობის მიზნით.
XS
SM
MD
LG