ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შოლცს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ხილვა სურს


ოლაფ შოლცი, გერმამნიის კანცლერი.
ოლაფ შოლცი, გერმამნიის კანცლერი.

“ევროკავშირის წევრობის მისწრაფების მქონე ექვსი დასავლეთ ბალკანური ქვეყანა - მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია ჰერცეგოვინა და კოსოვო, წლების განმავლობაში ჩართულნი იყვნენ რეფორმებში“- განაცხადა კანონმდებლებთან საუბრისას გერმანიის კანცლერმა.

შოლცი ამბობს, რომ ვიდრე ევრპულ საბჭოში, მომდევნო თვეში დაგეგმილი სხდომა გაიმართება, ის ამ ქვეყნებს ეწვევა. გერმანიის კანცლერის ეს ნაბიჯი ნათელი გზავნილია იმის, რომ ბერლინი მხარს უჭერს რეგიონის ევროპულ ინტეგრაციას.

"მათ წინაშე ჩვენი ვალდებულებების შესრულება არ არის მხოლოდ ჩვენი სანდოობის საკითხი. დღეს, როგორც არასდროს, მათი ინტეგრაცია ასევე ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია", - თქვა შოლცმა და რეგიონში "გარე ძალების", მათ შორის რუსეთის გავლენაზე მიუთითა.

XS
SM
MD
LG