სამშაბათს, გერმანიის მთავრობის ეკონომიკური მრჩევლების საბჭომ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, გერმანიის ეკონომიკა წელს 6.5 პროცენტით შეიკვეცება. ამასთან ერთად, თუ ახალი ინფიცირების რიცხვი გაიზრდება, ეკონომიკის ვარდნა გაგრძელდება.
არასახარბიელო პერსპექტივის ხედვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გერმანიის ყველაზე დასახლებულმა მიწამ, რაინ-ვესტფალიამ, ხორცის დამფასოებელ ფაბრიკაში კორონავირუსის აფეთქების გამო, გიუტერსლოჰის რეგიონი 30 ივნისამდე ხელახლა დაკეტა.
საბჭოს ხელმძღვანელმა ლარს ფელდმა თქვა: “მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის პანდემიამ, ფედერალური რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, გერმანული ეკონომიკის ყველაზე დიდი ვარდნა გამოიწვიოს.’
კალენდრის ეფექტის გათვალისწინებით, გერმანიის ეკონომიკა წელს 6.9 პროცენტით მცირდება. საბჭო აცხადებს, რომ წელიწადის მეორე ნახევარში ნელ აღდგენას მოელის და მომავალი წლისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტი 4.9 პროცენტით გაიზრდება.
საბჭო აცხადებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი, პანდემიამდე დონეს 2022 წლამდე ვერ მიაღწევს. ამასთან ერთად საბჭოს თანახმად, მთავრობის მხრიდან მასტიმულირებელი ზომები, სავარაუდოდ ეკონომიკის აღდგენას დაეხმარება.
გასულ კვირაში, კანცლერ მერკელის კაბინეტმა, მასტიმულირებელი პაკეტის დასაფინანსებლად დამატებითი ბიუჯეტი მიიღო, რომელმაც ამ წელს სარეკორდო დონეს, 245.35 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ფელდის თქმით, მას სჯერა, რომ კიდევ ერთი კარანტინის და მეორე ეკონომიკური ვარდნის თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ისწავლეს, თუ ახალი ინფექციის რისკს როგორ გაუმკლავდნენ და უფრო ფრთხილად იქცევიან.
Facebook Forum