ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია იზოლაციასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს


გერმანია, კოვიდ-19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას, 19 აპრილიდან გეგმავს. უკვე მუშავდება გეგმა, თუ როგორ დაუბრუნდეს ქვეყანა ცხოვრების ნორმალური რიტმს.

ამას გერმანია ეტაპობრივად გეგმავს. მანამდე, კვლავ რჩება ძირითად მოთხოვნებად, ადამიანთა ლიმიტირებული რაოდენობით შეკრება და ნიღბის სავალდებულო ტარება.

გეგმა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. სტრატეგიის ნაწილია მეთოდი, რომლითაც ვირუსის გავრცელების შეჩერებას გეგმავენ, რაც გულისხმობს ინფიცირებულ ადამიანთან, დიაგნოზის დასმამდე ბოლო 24 საათის განმავლობაში, კონტაქტში მყოფ ადამიანთა მინიმუმ 80%-ის გამოვლენა და მათი კარანტინში მოთავსება, შინ ან სასტუმროში.

დოკუმენტში გამოთქმულია ვარაუდი, რომლის მიხედვითაც პანდემია 2021 წლამდე გაგრძელდება.

გერმანიაში, არასასიცოცხლო დანიშნულების მქონე დაწესებულებები, 22 მარტის შემდეგ დაკეტილია. 19 აპირილდან კი სავარუდოდ გაიხსნება მაღაზიები და სკოლებიც კი, თუმცა მხოლოდ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში და საზოგადოებრივი დისტანცირების წესების დაცვა კვლავ ძალაში დარჩება.

შემსუბუქდება სასაზღვრო კონტროლი, თუმცა კვლავ აკრძალული იქნება მასშტაბური საზოგადოებრივი ღონისძიებები და კერძო წვეულებები.

როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება დამცავი ნიღბები, მათი ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, მათ შორის, ტრანსპორტში სავალდებულო გახდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG