ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია აშშ-თან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის უმთავრესი საკითხია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამის შესახებ მან ელჩების ღონისძიების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ... ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით - არა ცარიელ ფურცელზე დატოვებული სტრატეგიული პარტნიორობით, არამედ ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მზაობა ამისათვის და იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვიხილავთ ქმედით, შემხვედრ ნაბიჯებს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი: „ლეგიტიმურობა თან მიმაქვს“
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:58 0:00

ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა შეაჩერა. დაწესდა სავიზო შეზღუდვა საქართველოს ათობით მაღალჩინოსნისა და მათი ოჯახის წევრებისთვის

„შეერთებული შტატები, ევროკავშირთან ერთად, სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო“.

28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში აღარ დააყენებს. ათასობით ადამიანი ამ გადაწყვეტილებას უწყვეტად აპროტესტებს.

XS
SM
MD
LG