ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაგლოევმა რეფერენდუმი გააუქმა


რუსეთის მიერ კონტროლირებად, საქართველოს ტერიტორიულ ერთეულში, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ე.წ. რეფერენდუმის მიზანი რუსეთთან შეერთების საკითხის დასმას შეეხეებოდა. დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ „კონსულტაციების დასრულებამდე, შეჩერდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2022 წლის 13 მაისის ბრძნებულება, რეფერენდუმის მოწვევის შესახებ".

გადაწყვეტილებას ხელს ალან გაგლოევი აწერს, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განცხადება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მისმა წინამორბედმა დაანონსა, მაშინ დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი, ამ გზით ცდილობდა ე.წ. არჩევნების მოგებას.

ბრძანებულება, რომელიც დღეს გაუქმდა, ითვალისწინებდა, რომ რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გამართულიყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG