ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროკურატურამ ფოტორეპორტიორების "ჯაშუშობის ფაქტი" ოფიციალურად უარყო


ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე
ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე

მთავარმა პროკურატურამ ოფიციალურად მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომ 5 წლის წინ, „ფოტორეპორტიორების საქმეზე“ გასამართლებული: ირაკლი და ნათია გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გადაისინჯოს და გამამართლებელი განაჩენი დადგეს.

ამით, პროკურატურამ საბოლოოდ და ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2011 წელს, ეს სკანდალური საქმე, რომელსაც 5 წლის მანძილზე გრიფი „საიდუმლო“ ედო, თავიდან ბოლომდე "შეკერილია". სისხლის სამართლის საქმის შეთითხვნაში ჩართული იყო მთელი სახელისუფლები ვერტიკალი: პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია, მთავარი პროკურატურა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები.

გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება
გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება

ამის მიუხედავად, დღეს, სკანდალურ საქმეზე მხოლოდ ერთი ადამიანი - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი ოფიცერი დავით დევნოზაშვილია დაკავებული. ხოლო, გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც მიმალვაშია, ბრალი დაუმძიმდა.

მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი კოკა კაციტაძე ამბობს, რომ საქმე გახსნილია, მაგრამ გამოძიება ისევ გრძელდება.

ალექსანდრე მუხაძე, რომელსაც ბრალი წარედგინა, პირდაპირ ეუბნებოდა საპატიმროში მოხვედრილ ზურაბ ქურციკიძეს, რა უნდოდა მას 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ყოფილიყო სახლში და იგი არ მოხვდებოდა ციხეში.თუმცა, დავალება შესაძლოა მოდიოდა, სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და ამ მიმართულებით გამოძიება ძალიან აქტიურად მუშაობს.“
კოკა კაციტაძე, პროკურორი

„გამოძიება გრძელდება, ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად, ამ დანაშაულში ჩართული, სხვა მაღალი თანამდებობის პირების გამოსავლენად.

გეტყვით, რომ ალექსანდრე მუხაძე, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, პირდაპირ ეუბნებოდა საპატიმროში მოხვედრილ ზურაბ ქურციკიძეს, რა უნდოდა მას 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ყოფილიყო სახლში და იგი არ მოხვდებოდა ციხეში.

თუმცა, დავალება შესაძლოა მოდიოდა, სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან და ამ მიმართულებით გამოძიება ძალიან აქტიურად მუშაობს.“

2011 წლის 7 ივლისს, ღამით, “რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის” დაკავებული იქნა ხუთი ფოტორეპორტიორი: პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი გედენიძე, მისი მეუღლე, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ თანამშრომელი ნათია გედენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის წარმომადგენელი აბდალაძე, ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს EPA თანამშრომელი ზურაბ ქურციკიძე და Associated Press-ის ფოტოგრაფი შახ აივაზოვი, რომელიც 7 ივლისვე გაანთავისუფლეს.

შახ აივაზოვის ციხეში დატოვება, ხელისუფლებამ Associated Press-ის ზეწოლის გამო ვერ გაბედა
შახ აივაზოვის ციხეში დატოვება, ხელისუფლებამ Associated Press-ის ზეწოლის გამო ვერ გაბედა

ხუთივე დაკავებული აქტიურად აშუქებდა, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგის დარბევის პროცესს. მოგვიანებით, მათი გადაღებული მასალა, Associated Press-ისა და ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს მეშვეობით, მსოფლიოს წაყვან მედია-საშუალებებში გავრცელდა, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიული იმიჯი“.

2011 წლის 26 მაისის აქციიდან ფოტორეპორტაჟი ფოტოგრაფების დაკავების მიზეზი გახდა
2011 წლის 26 მაისის აქციიდან ფოტორეპორტაჟი ფოტოგრაფების დაკავების მიზეზი გახდა

მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ სისხლის სამართლის საქმე ფოტოგრაფების წინააღმდეგ, იყო უმაღლესი ხელისუფლების შურისძიება, თუმცა, თავად ხელისუფლება ამას კატეგორიულად უარყოფდა.

კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა პირველი ცოლ-ქმარი გედენიძეები „გატეხეს“. როგორც ახლა გაირკვა, ისინი, პირად კომპიუტერში აღმოჩენილი „პიკანტური ხასიათის ფოტოს“ გავრცელებით დააშანტაჟეს. შემდეგ, „რუსეთის ჯაშუშობა“ ქურციკიძემ „აღიარა“, ყველაზე ბოლოს კი „გარიგებაზე“ აბდალაძე წავიდა.

2011 წლის 22 ივლისს „რუსეთის ჯაშუშებთან“ უპრეცედენტო საპროცესო გარიგება გაფორმდა. გედენიძეს და აბდალაძეს 4 წლიანი პირობითი სასჯელი ერგოთ, ქურციკიძეს - 3 წლიანი, ხოლო ნათია გედენიძეს - 18 თვიანი. ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ.

2011 წლის ივლისი, პროტესტი შსს-ს წინ
2011 წლის ივლისი, პროტესტი შსს-ს წინ

უშიშროების საბჭოს მდივანმა საზოგადოების პროტესტის საპასუხოდ მაშინ ბრძანა, რომ საქმე ეხებოდა "ძალიან სერიოზულ ბრალდებებს“ და „არა მათ ჟურნალისტურ საქმიანობას“. ცოლ-ქმარი გედენიძეები და აბდალაძე სამსახურიდან დაითხოვეს, მხოლოდ ევროპის პრეს-ფოტო სააგენტომ არ შეწყვიტა თანამშრომლობა ქურციკიძესთან.

გიორგი აბდალაძე დღეს ამბობს, რომ ამ საქმეში დანაშაულის უწყვეტი ჯაჭვი არსებობს, რომელიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილიდან იწყება

სააკაშვილი იყო თავი ამ ყველაფრის, როგორც ჩანს, ერთ მშვენიერ დღეს ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, რაღაცა არ მოეწონა ამ ფოტოებში და გასცა ბრძანება, რომ ყველანი დაიჭირეთო. შახ აივაზოვიც დაჭერილიყო იყო, მაგრამ Associated Press-ის გავლენისა და ზეწოლის გამო აღარ დატოვეს ციხეში. ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს EPA - რა სააგენტო იყო საერთოდ არ იცოდნენ, იქ ციხეში არკვევდნენ მერე მაგას“
გიორგი აბდალაძე, ფოტორეპორტიორი

„ჩვენ საქმეზე, უამრავი ადამიანი იყო ჩართული, პროკურატურა, შსს, კუდ-ი, სოდ-ი, და თუ, გახსოვთ, როცა 2011 წლის აგვისტოში, ფარული აუდიოჩანაწერები დაიდო Сорока.net-ზე მაშინ გაირკვა ყველაფერი, თუ როგორ იკერებოდა ეს საქმე.

სააკაშვილი იყო თავი ამ ყველაფრის, როგორც ჩანს, ერთ მშვენიერ დღეს ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, რაღაცა არ მოეწონა ამ ფოტოებში და გასცა ბრძანება, რომ ყველანი დაიჭირეთო.

შახ აივაზოვიც დაჭერილიყო იყო, მაგრამ Associated Press-ის გავლენისა და ზეწოლის გამო აღარ დატოვეს ციხეში. ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს EPA - რა სააგენტო იყო საერთოდ არ იცოდნენ, იქ ციხეში არკვევდნენ მერე მაგას.“

კოტრდაზვერვის ყოფილ ოფიცერს, 45 წლის დავით დევნოზაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა, მას „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ ედება ბრალად. თავად დევნოზაშვილი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მისი დაკავება.

დავით დევმოზაშვილი
დავით დევმოზაშვილი

დევნოზაშვილს კიდევ ერთ საქმეში ედება ბრალი, 2009 წლის ნოემბერში, ის გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის თედო ჯაფარიძის გადაბირებას ცდილობდა, რა დროსაც ჟურნალისტს „სექსუალური ხასიათის ფოტოსურათის“ გავრცელებით აშანტაჟებდა. ამ საქმესაც დღემდე გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

XS
SM
MD
LG