თბილისი —
დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთთან ახლოს, საქართველოს სამხედრო გზაზე მყინვარული ღვარცოფის ჩამოწოლის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები, დიდი ალბათობით, დაღუპულები არიან - ასე დასკვნას სტიქიური კატასტროფიდან მეოთხე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი აკეთებს.
წინასწარი ინფორმაციით, მაშველები შვიდ ადამიანს ეძებენ. ისინი სამი ქვეყნის: საქართველოს, თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი გევორქოვია. 23 წლის საქართველოს მოქალაქე „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე მუშაობდა და ღვარცოფმა, სავარაუდოდ ჰესის დერივაციულ გვირაბში მიუსწრო. არ არის გამორიცხული დაკარგული უფრო მეტი ადამიანიც იყოს.
მყინვარულმა ღვარცოფმა საქართველოს სამხედრო გზაზე მიწის უზარმაზარი მასა, შაბათს, დილის 9 საათსა და 30 წუთზე ჩამოიტანა და მდინარე თერგი გადაკეტა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა, რომელიც რუსეთის მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილს მართავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ამბობს
„საძიებო-სამაშველო სამუშაოებს ამ ეტაპზე შედეგი არ გამოუღია, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ძებნას 24 საათიან რეჟიმში. თეორიული შანსი გადარჩენის ყოველთვის რჩება, მაგრამ ძალიან საეჭვოა რომ ამ მოცემულობაში ვინმე ცოცხალი იყოს ნაპოვნი. ფაქტიურად, გამორიცხულია.“
სახელმწიფოს წინაშე დღეს სამი სტრატეგიული ამოცანა დგას. მთავარი - ეს არის საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი, სამხედრო გზის დანგრეული მონაკვეთის გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა.
ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა, რომელიც სწორედ, სოფელ გველეთთან ჩარეცხილი გზის გამო ჩაიკეტა. ასევე, რუსეთ-საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი სტრატეგიული გაზსადენის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დაზიანებული მილის აღდგენა.
ამ ამოცანების გადაჭრა მდინარე თერგის მოთვინიერების გარეშე შეუძლებელია. 17 მაისს, მყინვარულმა ღვარცოფმა თერგი გადაკეტა, იყო დატბორვის საშიშროება, თუმცა დაგროვილმა წყლის მასამ თავად მონახა გასასვლელი. ამჯერად, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო, რომ თერგი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდეს.
ამ რთული პროცესის სწრაფი დასრულება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს საშუალებას მისცემს, დროებითი გზის გაჭრა და დაგება დაიწყოს. თერგის უკან დახევამ, დაკარგული ადამიანების ძებნის პროცესი მაშველებსაც, შეძლებისდაგვარად უნდა გაუადვილოს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი ამბობს
„პირველი ამოცანაა, რომ თერგის ახლადგაჭრილი კალაპოტის გაფართოება მოხდეს და ეს ხელოვნური ტბა, რაც თერგის ჩაკეტვამ შექმნა დავცალოთ. მეორე მიმართულება ეს არის, რომ პროექტის მიხედვით, დროებითი გზის გაჭრა დაიწყოს და მესამე, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების გაგრძელება.“
მეცნიერთა აზრით, მყინვარწვერის მასივიდან, დევდარაკის მყინვარის ენის მოწყვეტა გლობალურ დათბობასთან ერთად, მყინვარწვერის ჩამქრალი ვულკანის გაზოდინამიკურ ზემოქმედებას უკავშირდება.
ამასთან, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ დევდარაქის მყინვარის ისტორიული მოძრაობის არეალში - „დარიალ-ჰესისა და ლარსი-ჰესის მშენებლობისთვის, ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების გაცემის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გარემოსდაცვითი საკითხების უგულელყოფაზე საუბრობს“. (იხილეთ http://greenalt.org/wp-content/uploads/2014/05/Position_statement_GEO_DARIALI_19MAY2014.pdf)
ენერგეტიკის სამინისტრო „მწვანე ალტერნატივას“ შენიშვნებს კვლავაც კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „დარიალი ჰესის“ მშენებლობა მაქსიმუმ 10 დღეში განახლდება.