ვაშინგტონი —
დარიალის ხეობაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მესამე დღეა ხეობაში სამაშველო ოპერაციას პირადად ხემლძღვანელობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეწყერის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი ხოლო შვიდი დაკარგულადაა გამოცხადებული.
მეწყერი დევდორაკის მყინვარიდან წარმოიშვა, მყინვარწვერის ჩრიდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე. ნაშალმა მიწამ მდინარე თერგის ხეობა ჩახერგა და ასევე დააზიანა მილსადენი, რომელიც სომხეთს რუსული გაზით ამარაგებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს რუსეთიდან 18 ტონა დიზელი მიაწოდეს. საძიებო-სამაშველო ტექნიკისთვის ყაზბეგის მხრიდან დიზელის მიწოდება შეუძლებელია. საქართველოს პრემიერ მინისტრმა რუსეთის მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.