ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სწრაფი ტესტები - საქართველომ ჩინურ კომპანიას ხელშეკრულება გაუუქმა


სწრაფი ტესტები - საქართველომ ჩინურ კომპანიას ხელშეკრულება გაუუქმა. გადაწვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს მთავრობის ადამინისტრაციაში გაახმოვანა.

კომპანია "ბიო ოზს" საქართველოში ათასობით სწრაფი ტესტი ეტაპობრივად უნდა შეეტანა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ტესტების შესახებ მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთან საელჩოების სრული ჩართულობით მიმდინარეობს.

"გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2 ათასი ტესტი და იმ შემთხვევაში, თუ ტესტების სანდოობა ჩვენი მხრიდანაც იქნება დამტკიცებული, მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას. ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების და ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით ,"- ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ საქართველოში წარმოებული ტესტირება სანდოა და მასში ეჭვის შეტანის საფუძველია არ არსებობს. "არ არის რისკი იმის, რომ საქრთველოში არსებული ტესტირებებით მცდარი დიაგნოსტიკა მოხდეს,"- ამბობს მინისტრი.

ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, რომ მანამ სანამ სპეციალური ტესტების გამოყენება დაიწყება ის შემოწმებას გადის და დგინდება რამდენად ეფექტურია. მინისტრის განცხადებით ტესტების ხარისხიანობაზე ლუგარის ლაბორატორია ახორციელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG