ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაციამ პანდემიამდე ჩინეთში ჯანდაცვის თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაიცამ ორი მესამედით შეამცირა შეერთებული შტატების საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყების თანამშროლმლების რაოდენობა, რომელიც ჩინეთში მუშაობდნენ. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იტყობინება.

შტატის შემცირება ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ძირითადად ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პეკინის ოფისს შეეხო.

ატლანტაში მდებარე დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს ქვეყნებთან გადამდები დაავადებების და გლობალური პანდემიების თავიდან ასაცილებლად. ორგანიზაციას ჩინეთში წარმომადგენლობა უკვე 30 წელია აქვს.

2017 წელს პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, სი-დი-სის პეკინის ოფისის ამერიკელი თანამშრომლების რაოდენობა 47-დან 14-მდე შემცირდა. ანონიმურმა წყაროებმა, რომლებსაც “როიტერი” ესაუბრა, დაადასტურეს, რომ შემცირებულთა შორის იყვნენ ეპიდემიოლოგებიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG