ბრიტანეთმა 10,000 სასუნთქის აპარატი შეუკვეთა კომპანიას „დაისონ“ რომელიც მტვერსასრუტებს აზადებს. დიდი ბრიტანეთი ცდილობს კორონავირუსთან საბრძოლველად, სასუნთქი აპარატების და სხვა საჭირო აღჭურვილობის მომარაგებას.
მთავრობა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პიკს ელოდება, სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის მომარაგებაზე მუშაობს. ლონდონი გეგმავს გამოიყენოს ასევე კერძო საავადმყოფოების აღჭურვილობა.
პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყანა 3000 ბიზნესს ესაუბრება, რათა ვენტილატორების რაოდენობა გაზარდოს. თუმცა, აღნიშნა, რომ ყველა ეს კომპანია გაივლის მარეგულირებლის აუცილებელ შემოწმებას.
ამ დროისთვის, ქვეყანას 5000-დან 8000-მდე სასუნთქი აპარატი აქვს, რაც ბევრად ჩამორჩება საჭირო რაოდენობას, თუ კოვიდ-19-ის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მსოფლიოს გარშემო, რამდენიმე სხვა კომპანიაც გამოვიდა განცხადებით, რომ ისინი ერთიანი ძალებით შეეცდებიან ვენტილატორების დამზადებას. მათ შორისაა კომპანიები: „ეარბასი“, „სმიტ გრუპი“, „ფორდ მოტორსი“ და „მაკლარენი“.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანას დღეს 2000 სასუნთქი აპარატი აქვს და 12,000 საწოლი.
Facebook Forum