სამშაბათს, ჟენევის აეროპორტი ფრენებისთვის დროებით დაიკეტა, როდესაც კლიმატის აქტივისტები ღობეებზე გადაძრომით და მათი ჩამოშლით რეაქტიული თვითმფრინავების ახლომდებარე სადგომზე შეიჭრნენ. აქტივისტები ხელბორკილებით თვითმფრინავების შასის და სხვა ნაწილებს მიებნენ და სანამ იქიდან გაიყვანდნენ, პოლიციასთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ხელჩართულ დაპირისპირებაში ჩაერთვნენ. ქალაქის პოლიციის ცნობით დააკავეს, დაახლოებით, 80 პირი.
დემონსტრანტებმა კერძო თვითმფრინავებს მიაწებეს პლაკატები ასეთი შინაარსის წარწერებით: „კერძო რეაქტიული თვითმფრინავები ჩვენს მომავალს წვავენ“ და ისმოდა შეძახილები „კლიმატის სამართლიანობა!“.
პროტესტში 17 ქვეყნიდან და ჯგუფიდან, დაახლოებით, 100 აქტივისტი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ „გრინპისი“, "საიენთიფიკ რებელიონი“, „სთეი გრაუნდიდი“ და „ექსთინშენ რებელიონი“. ამ ჯგუფებმა ზიანი მიაყენეს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ყოველწლიურ ღონისძიებას, ევროპის ბიზნეს ავიაციის ყრილობას და გამოფენას, რომელიც ამ კვირაში ჟენევაში იმართება.