სიდნეიში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მეტი მოქმედება მოითხოვა.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ მთავრობამ უარი თქვას ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ახალ პროექტებზე. აზია-წყნარი ოკეანის აუზის რამდენიმე სხვა ქალაქში აქტივისტები ამ იდეებს გამოეხმაურნენ და მთავრობებს მეტი აქტივობისკენ მოუწოდეს.
ამ ფონზე, ახალგაზრდა ამერიკელები ე.წ. შავ პარასკევს, 29 ნოემბერს, გეგმავენ გამოსვლებს აშშ-ის დიდ ქალაქებში, სადაც დიდ ფასდაკლებებს გამოუცხადებენ ბოიკოტს და კლიმატური კრიზისის დასაძლევად ცვლილებებს მოითხოვენ.
Facebook Forum