საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, 34 წლის გაბრიელ ატალი, საკუთარი მთავრობის პრემიერ-მინისტრად დაასახელა. პრეზიდენტ მაკრონის ეს გადაწყვეტილება, რამდენიმე თვით წინ უსწრებს ევროპარლამენტის არჩევნებს.
გაბრიელ ატალი, საფრანგეთის ისტორიაში არის არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, არამედ, ამასთან ერთად, ის ასევე არის საფრანგეთის პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრი.
მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი დანიშვნა, არ გამოიწვევს რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს, მაგრამ მიანიშნებს მაკრონის სურვილზე, უკან მოიტოვოს გასული წლის არაპოპულარული პოლიტიკური საკითხები, როგორებიც იყო საპენსიო და საიმიგრაციო რეფორმები და ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებში, ცენტრისტული პარტიის შანსები გააუმჯობესოს.
ატალი თანამდებობაზე 62 წლის ელისაბედ ბორნის შეცვლის. ის იყოს საფრანგეთის ისტორიაში მეორე ქალი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოზიციას იკავებდა. ბორნი საიმიგრაციო საკითხებზე მთავრობასთან უთანხმოების გამო გადადგა. თავად ატალი კი, ამ პოზიციაზე წარდგენამდე, განათლების მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიციებს იკავებდა. 2017 წელს ის პარლამენტის წევრი გახდა.
ამავე თემაზე
პოპულარული
1