ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მაკრონი მიგრაციის ახალ კანონს იცავს


ოთხშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების კანონს, მიუხედავად უხერხული საპარლამენტო კენჭისყრისა, რომელმაც მისი მმართველი ალიანსი მარინ ლე პენის პარტიის მხარეს მოაქცია.

სამშაბათ საღამოსთვის, კანონი პარლამენტის ორივე პალატაში გავიდა, რაც ცენტრისტი პრეზიდენტისთვის, რომელმაც მიგრაციის შესახებ კანონპროექტი თავისი მეორე მანდატისთვის საკვანძო პროგრამულ პუნქტად აქცია, თავდაპირველად კარგი სიახლე იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ამ კანონპროექტის თაროზე შემოდება მოუწევდა.

ლე პენის ოპოზიციური პარტიის მხრიდან მისი კანონპროექტის მხარდაჭერა მაკრონისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა და ლეპენს ბრალი პოლიტიკურ ოპორტუნიზმში დასდო. სატელევიზიო ინტერვიუში მაკრონმა ლე პენის მხარდაჭერაზე თქვა: „ეს მოჩვენებითი ნაბიჯი იყო“.

სულ ექვსი თვით ადრე ევროპარლამენტის არჩევნებამდე, სადაც იმიგრაცია საკვანძო საკითხი იქნება, კანონპროექტის მიღებას შეეძლება გააძლიეროს ლე პენის პოზიცია, რომელმაც გადაკეთებულ კანონპროექტს მისი ულტრამემარჯვენე პარტიის „დიდი იდეოლოგიური გამარჯვება“ უწოდა.

კანონპროექტი ხაზს უსვამს მაკრონის წინაშე არსებულ სიძნელეებს, ქვეყანა საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე მართოს და ასევე ევროპის უმეტეს ნაწილში მარჯვნივ გადახრას, სადაც მთავრობები იმიგრაციის გამკაცრების გზით, ულტრამემარჯვენეობის ზრდის მოთოკვას ცდილობენ.

ფრანგი მემარჯვენე კანონმდებლების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, კანონპროექტში დაუმატეს ისეთი გამკაცრებული წესები, როგორიცაა მიგრაციაზე ქვოთები, რაც იმიგრანტთა შვილებისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მიღებას აძნელებს და მიგრანტებისთვის სოციალური დახმარების მიღების დაყოვნება.

XS
SM
MD
LG