საფრანგეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი დაიწყო. სარკოზის მოსამართლის მოსყიდვის და გამოძიებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა ედება ბრალად.
პროკურორები სარკოზის ბრალად სდებენ იმას, რომ ის მოსამართლეს გილბერტ აზიბერტს მონაკოში სამსახურს დაპირდა გამოძიებაზე კონფიდენციალური ინფორმაციის სანაცვლოდ, რომელიც 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის, სარკოზის მიერ არაკანონიერი დაფინანსების მიღებას უკავშირდებოდა „ლორიალის“ მემკვიდრე ლილიან ბეტენკორტის მხრიდან.
სარკოზი ბრალდებას უარყოფს. გამომძიებლები 2013 წლიდან უსმენდნენ საკროზისა და მისი იურისტის ტიერი ჰერცოგის საუბარს, ლიბიის მიერ სარკოზის კამპანიის დაფინანსების გამოძიების ფარგლებში. გამომძიებლების განცხადებით, სარკოზი და მისი იურისტი სხვა სახელებზე გაფორმებული ტელეფონის გამოყენებით კონტაქტობდნენ. პროკურორების განცხადებით ჩანაწერები აჩვენებს, რომ სარკოზი და ჰერცოკი აზიბერტთნ დაკავშირებას განიხილავენ. პროკურორები სარკოზის მონაკოში პოსტის სანაცვლოდ, დახმარების თხოვნას დებენ ბრალად.
„ბატონ აზიბერტს მონაკოში სამსახური არ დაუკავებია“, - განუცხადა სარკოზიმ ტელევიზია „ბი-ემ-ეფ“-ს საქმესთან დაკავშირებით.
სარკოზისთან ერთად გამოძიება მიმდინარეობს ასევე ჰერზოგის და აზიბერტის წინააღმდეგ. მათ ბრალად კორუფციასთან ერთად, „პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნება“ ედებათ. სამივე მათგანს, თუ მათ სასამართლო დამნაშავედ ცნობს, 10 წლით პატიმრობა ემუქრებათ.
სარკოზი და მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „რესპუბლიკელები“ უკვე წლებია აცხადებენ, რომ გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულია.
მომავალ თვეში, სარკოზის 2012 წელს მის საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სასამართლო პროცესი უწევს. საქმე ეხება ბრალდებებს, რომ სარკოზის პარტიამ ლოიალურად განწყობილი საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიიის დახმარებით, მისი საარჩევნო კამპანიის რეალური დანახარჯები დაფარა.
პროკურორები ასევე განაგრძობენ გამოძიებას ლიბიის ყოფილი ლიდერის მოამარ კადაფის მიერ სარკოზის 2007 წლის კამპანიის დაფინანსების შესახებ, მილიონობით ევროთი, რომელიც ბრალდების მიხედვით საფრანგეთში ჩემოდნებით ჩაიტანეს. ბრალდებებს სარკოზი ამ შემთხვევაშიც უარყოფს.
Facebook Forum