ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო "ფოქს ნიუსისთვის" იწყებს მუშაობას. ის საინფორმაციო ქსელის კონტრიბუტორი იქნება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგის მფლობელმა რუბერტ მერდოკმა ხუთშაბათს განაცხადა.
პომპეოს გარდა, "ფოქს ნიუსზე" ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლების ნახვაც იქნება შესაძლებელი. მათ შორის თეთრი სახლის ყოფილი პრეს-სპიკერის, კაილი მაკენანისა და ტრამპის ეკონომიკური მრჩევლის, ლარი კუდლოუს. კაილი მაკენანი "ფოქს ნიუსისა" და CNN-ისთვის ადმინისტრაციაში პოზიციის დაკავებამდეც მუშაობდა.
კომპანიის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პირველი დიპლომატის ანალიტიკური მოსაზრებები "ფოქს ნიუსის" ყველა პლატფორმაზე იქნება გამოყენებული. პირველად კი ის პარასკევს გადაცემაში "Fox & Friends" მიიღებს მონაწილეობას.
Facebook Forum