ვაშინგტონი —
"27 ოქტომბერი შემობრუნების წერტილია საქართველოსთვის როცა ადამიანებმა მშვიდ გარემოში პრეზიდენტად ჩრდილში მდგომი ფილოსოფოსი აირჩიეს"-წერს ჟურნალი „ფორინ პოლისი“ სტატიაში "არის თუ არა ქართული არჩევნები ჩამოყალიბებული დემოკრატიის ნიშანი?“.
სტატიის ავტორია თბილისში დაფუძნებული ჟურნალისტი პოლ რიმპლი. პუბლიკაციის მიზედვით, ამ დღემ სააკაშვილის მართველობის ხანა დაასრულა და ცვლილება, რომელიც სახეზეა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
რიმპლი ახლანდელ პრემიერთან პირველ, პირისპირ შეხვედრას იხსენებს, როცა პოლიტიკაში ახლადგამოჩენილმა ლიდერმა, მართალია კონკრეტული გეგმის გარეშე, მაგრამ მაინც, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პირობა დადო. და როგორც „ფორინ პოლისი“ წერს ეს იყო ის, რამაც ქართველებს მისი არჩევა გადააწყვეტინა.
პრეზიდენტი სააკაშვილი, შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, იძულებული იყო ივანიშვილის „ქართული ოცნების“კოალიციასთან თანაცხოვრების პროცესზე წასულიყო, კოალიციასთან, რომლის წევრები მიშას მემკვიდრეობის განადგურებას ესწრაფვოდნენ,-ამბობს რიმპლი და აგრძელებს, რომ კოალიციის ერთ წლიან მმართველობას ნაციონალური მოძრაობის ათობით წევრის დაპატიმრება მოჰყავა, მათ შორის იყო ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი. არაერთი ყოფილი მინისტრი ამ დროს ქვეყნიდან იყო წასული და ამ მოვლენების გამო, საქართველომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა და დაპატიმრებების პოლიტიკური მოტივის აღიარება დაიმსახურა. პრემიერი, დღემდე ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დემოკრატიის დამკვიდრება და სამართლიანობის აღდგენა სურს. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ მომავალი პოლიტიკური ეტაპი, როცა პარლამენტი და არა ერთი აღმასრულებელი პირი განსაზღვრავს ქართულ რეალობას, პირველი პრეცედენტია პოსტ-საბჭოთა სივრცეში. თუმცა დასძენს, რომ პოლიტიკურ სისტემაში ამგვარ ცვლილებას ქართველების დიდი ნაწლი თავიდან უარყოფდა. თუმცა ის იშველიებს პრემიერის სიტყვებს, რომ ეს ოპოზიცია მხოლოდ იმის გავლენით შედგა, რომ ქართველებს პასუხისმგებლობის ერთ ადამიანზე ჩამოკიდება უყვართ. "რაც უფრო დიდ ხანს დავრჩები, უარესი იქნება"-ციტირებს რიმპლი პრემიერ ივანიშვილის სიტყვებს.
რიმპლი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასაც ეხმიანება და ამბობს, რომ სკეპტიკოსები პარლამენტში ქაოსს წინასწარმეტყველებენ. თუმცა მოჰყავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის და ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალური მრჩევლის-ლინკოლნ მიტჩელის სიტყვები, რომ მოსახლეობას სავარაუდოდ, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ივანიშვილს ინცტიტუტების გაძლიერება სურს და არა ლიდერებისა. მიუხედავად ამისა, მიტჩელი ფიქრობს, რომ ივანიშვილი მართლაც გააგრძელებს კადრს მიღმა ქვეყნის ცხოვრებაში ჩართულობას. სტატიის ბოლოს კი საკუთარ სკეპტიციზმს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში, სადაც აჯარიმებენ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქართულს კარგად არ ფლობენ და პრეზერვატივების შესახებ დავობენ, ინსტიტუტებს სტაბილურობა ნაკლებად ეტყობათ.
ონლაინ პორტალი EU OBSERVER სტატიაში "ევროკავშირი საქართველოს სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ აფრთხილებს“ წერს , რომ ევროპელი ლიდერები საქართველოს აXალ მთავრობას სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ აფრთხილებენ. განცხადებები ევროპელმა ლიდერებმა ევროკავშIრის სამიტამდე გააკეთეს.
ევროპელი კომისიონერი ჟოზე მანუელ ბაროზო გუშინ ბრიუსელში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გამოჩნდა და არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ქართველებისა და საქართველოს ინტერესებშია პოლიტიკური პრობლემების პოლიტიკური გზით გადაჭრა, რაშიც არჩევნები და არა სასამართლოს დარბაზი იგულისხმება.
პუბლიკაციის მიხედვით, ბაროზო ელის, რომ საქართველო საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს და სასამართლოების პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებლად მისცემს მუშაობის საშუალებას. ბაროზომ დასძინა, რომ ევროპა სრულად ეწინააღმდეგება შერჩევითი სამართლის გამოყენებას.
იქვე, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი მას სასამართლო პროცესით დაემუქრა, და რომ მან სავარაუდო ბრალდებებიც დაასახელა და ის ციხეც კი ახსენა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი უნდა გაუშვან. "ეს რათქმა უნდა არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს ან ევროპულ მისწრაფებებს,"-თქვა სააკაშვილმა.
ონლაინ გამოცემა იტყობინება, რომ ევროკავშირის ლიდერები შეშფოთებულნი არიან, რომ სააკაშვილის გასამართლების შემთხვევაში ცუდი ატმოსფერო შეიქმნება ნოემბერში, ევროკავშრის ვილნიუსის სამიტამდე.