ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2020 წლის ბოლოს 171 პირს "დაკას" პროგრამის აპლიკაცია დაუკმაყოფილეს


ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ბრუკლინის ფედერალური სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, 171 აპლიკანტს ე.წ. "დაკას" პროგრამის წევრობა დაუკმაყოფილდა. "დაკას" სახელით ცნობილი პროგრამა იმ იმიგრანტებს შეეხება, რომლებიც ამერიკაში არალეგალურად არასრულწლოვან ასაკში ჩამოიყვანეს.

ეს განცხადებები 2020 წლის 14 ნოემბრიდან წლის დასასრულებამდე დაკმაყოფილდა. 500-მდე აპლიკანტს კი უარი ეთქვა. სულ 2 713 აპლიკაცია იყო შეტანილი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ 171 ადამიანისთვის თანხმობის მინიჭება პირველი შემთხვევაა, როდესაც ამგავრი საქმეები მათთვის დადებითად გადაწყდა.

პრეზიდენტ ობამას ინიციატივით მიღებულ პროგრამას დონალდ ტრამპი მკაცრად აკრიტიკებდა და 2017 წელს ის გააუქმა. თუმცა გასული წლის ივნისში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპმა ფედერალური კანონმდებლობა დაარღვია იმით, თუ როგორ დაასრულა პროგრამა. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ამბობდა, რომ ადმინისტრაცია ახალ აპლიკაციებს აღარ განიხილავდა და განახლებასაც მხოლოდ 1 წლით გასცემდა და არა - ორით.

"დაკას" სახელით ცნობილი პროგრამა დეპორტაციისგან იცავს 650 000-მდე ადამიანს და მათ ქვეყანაში ლეგალურად მუშაობის უფლებას აძლევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG