ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

30 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - დაღესტანში საწვავის სადგური დაიწვა


რუსეთის სამხრეთით, დაღესტანში, ბენზინგასამართი სადგური დაიწვა. არსებული ინფორმაციით ხანძარს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები.

ოფიციალური უწყებების ცნობით დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათგან დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 13 ბავშვია.

ცეცხლი საწვავის სადგურზე გვიან ღამით, ავტომაღაზიაში გაჩნდა, რასაც შემდეგ რამდენიმე აფეთქებები მოჰყვა, თვითმხილველები ამბობენ, რომ ადგილზე არსებული ვითარება „ომს ჰგავდა“.

ოფიციალური უწყებების ცნობით, ცეცხლი მალე მოედო მთელს შენობას, 600 კვადრატულ მეტრზე. ხანძრის კერების ჩაქრობისთვის მაშველებს რამდენიმე საათი დასჭირდათ.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG