ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთსა და ბელარუსს ეწვევა


ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, ლი შანფუ 14-19 აგვისტოს რუსეთსა და ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 14 აგვისტოს გაავრცელა.

რუსეთში ყოფნის დროს, ლი საერთაშორისო უსაფრთხოების შეხვედრას დაესწრება და სიტყვით გამოვა. ის ასევე შეხვედრებს გამართავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან.

ბელარუსში ყოფნისას კი, ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ალექსანდრ ლუკაშენკოს და გენერლებს შეხვდება. ის ასევე აპირებს, ბელარუსის სამხედრ დეპარტამენტების მონახულებას.

ჩინეთსა და რუსეთს შორის დიდი ხანია მჭიდრო სამხედრო კავშირებია დამყარებული. ისინი ერთობლივ სამხედრო წვრთნებსაც ახორციელებენ.

მიმდინარე წელს, ეს მოსკოვში ლის პირველი ვიზიტი არაა. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აპრილში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ორ ქვეყანას შორის სამხედრო კავშირების გაძლიერების მიზნით შეხვდა. ივლისში კი ის რუსეთის ფლოტის მეთაურს, პეკინში ვიზიტის დროს ესაუბრა.

XS
SM
MD
LG