ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როიტერი: ჯორჯიის შტატის სასამართლოს ვებგვერდზე ტრამპის წინააღმდეგ პოტენციური ბრალდებების დოკუმენტი ცოტა ხნით გამოქვეყნდა


ორშაბათს, ჯორჯიის შტატის ფულტონის საგრაფოს სასამართლოს ვებგვერდზე, ცოტა ხნით გამოჩნდა დოკუმენტი, რომელშიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ რამდენიმე კრიმინალური ბრალდება იყო ჩამოთვლილი, რაც, როგორც ჩანდა, ეხებოდა მის მცდელობებს, 2020 წლის არჩევნებში შტატში დამარცხების შედეგი შეეცვალა. დოკუმენტი ვებგვერდიდან, ახსნა-განმარტების გარეშე, მალევე აიღეს.

ფულტონის საგრაფოს პროკურორის ოფისმა თავის განცხადებეში თქვა, რომ ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებები სასამართლოში არ წარუდგენიათ.

დოკუმენტი 14 აგვისტოთი იყო დათარიღებული და მონიშნული იყო როგორც „აქტიური“ საქმე, თუმცა სასამართლოს ვებგვერდზე აღარ იძებნება.

სააგენტო „როიტერმა“ ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო დაედგინა თუ რატომ გამოქვეყნდა დოკუმენტი, ან რატომ აღარ იძებნება სასამართლოს ვებგვერდზე.

„როიტერის“ ინფორმაცია, რომ ბრალდებები სასამართლოში შევიდა არასწორია. ამის გარდა, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ,“ თქვა პროკურატურის პრეს-მდივანმა.

სასამართლოს მოსასმენი საქმეების ნუსხის თობაზე კომენტარის მისაღებად, "როიტერის" მიერ, ფულტონის საგრაფოს კლერკის ოფისთან დაკავშირება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ ასევე ვერ დაუკავშირდნენ საგრაფოს და ტრამპის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG