ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 თვის თავზე კაპიტოლიუმის გარშემო რკინის კონსტრუქციას მოხსნიან 


6 იანვრის მოვლენებიდან ექვსი თვის თავზე კაპიტოლიუმის შენობის ირგვლივ განთავსებული რკინის კონსტრუქციების აღება იწყება. ოფიციალური ინფორმაციით სპეციალური სამსახურები სამუშაოებს პარასკევს დაიწყებენ და პროცესი ორშაბათს დასრულდება.

2.4 მეტრის სიმაღლის შავი რკინის ღობეები კაპიტოლ ჰილზე პირველად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობაზე იერიში მიიტანეს.

თავდაპირველად რკინის კონსტრუქციები გაცილებით დიდ ტერიტორიაზე იყო განთავსებული და ე.წ. ბარიკადები ეროვნული მოლის ტერიტორიიდან იწყებოდა. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ეროვნული გვარდიაც. მოგვიანებით ინაუგურაციის შემდეგ უსფრთხოების ნორმები შემსუბუქდა და რკინის კონსტრუქციები მხოლოდ კაპიტოლიუმის შენობის ირგვლივ დარჩა, ტერიტორიიდან გაიყვანეს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებიც.

კაპიტოლოიუმის ირგვლივ არსებული რკინის კონსტრუქციები, რომელიც უსაფრთხოების დაცვისთვის გამოიყენებდა როგორც საავტომობილო ასევე საფეხმავლო მოძრაობას ართულებდა.

სერჟანტი, ამერიკის წარმომადგენლეთა პალატიდან, უილიამ უოლკერი ამბობს, რომ რკინის კონსტრუქციები კაპიტოლიუმის პოლიციას უსაფრთხოების დასაცავად აღარ სჭირდება. სწორედ ამიტომ მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. უილიამსის განცხადებით კაპიტოლის პოლიცია ახლა უფრო მჭირდო კომუნიკაციაშია ადგილობრივ და ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებთან და შენობის პერიმეტრის დაცვა ახლა უფრო ეფექტურად იქნება შესაძლებელი.

უოლკერი აქვე განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში რკინის კონსტრუქციებს კაპიტოლის ტერიტორიაზე დააბრუნებენ. 6 იანვრიდან მოყოლებული კაპიტოლიუმზე თავდასხმების დროს საერთო ჯამშრი 6 ადამიანია გარდაცვლილი.

დემოკრატი სენატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ 6 იანვარს ამერიკის დაზვერვის, ფედერალური ბიუროს, ადგილობრივი პოლიციისა და კაპიტოლიუმის პოლიციის თანამშრომლებმა ვერ შეძლეს კომუნიკაცია და მოსალოდნელი საფრთხის წინასწარ განსაზღვრა.

6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები მაშინ შეიჭრნენ, როცა კონგრესის ორივე პალატა, ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნების დადასტურებას ახდენდა. რამდენიმე საათის განმავლობაში კაპიტოლიუმის შენობა და მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული.

შეჭრის დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კაპიტოლიუმის პოლიციის თანამშრომელი.

დაწყებული გამოძიების შემდეგ დაკავებულია 535-ზე მეტი ადამიანი. ამერიკის 45-ე პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატამ მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი. სენატში ტრამპის იმპიჩმენტი ჩავარდა. ახლა ამერიკელი კანონმდებლები საკითხის გამოძიების მიზნით სპეციალურ კომისიას შექმნაზე მუშაობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG