ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია სავალდებულოა ამა თუ იმ სახით


ახალი კორონავირუსის დელტა ვარიანტის გამო, ინფიცირების მკვეთრი მატება და ვაქცინაციის ტემპის შენელება მთავრობებს უბიძგებს კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია, ჯანდაცვის სფეროშო დასაქმებულთათვის და მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, სავალდებულო გახადოს.

წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც ვაქცინაცია ამა თუ იმ სახით, სავალდებულოა:

ავსტრალია

ივნისის მიწურულს, ავსტრალიამ გადაწყვიტა კოვიდ-19-ის ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს მაღალი რისკის პირებისთვის და საკარანტინო სასტუმროების თანამშრომლებისთვის.

ასევე, სავალდებულო გახდა ვაქცინაცია იმ პარაოლმპიელთათვის, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობენ, რადგან გუნდის არავაქცინირებული წევრები რისკის ქვეშ არიან.

ბრიტანეთი

ოქტომბრიდან, ინგლისში მოხუცთა თავშესაფრებში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება.

ღამის კლუბებსა და სხვა ხალხმრავალი ადგილების ვიზიტორებს, სექტემბრიდან სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა დასჭირდებათ.

კანადა

“CBC News”-ის ინფორმაციით, კანადის ხაზინის მდივანთა საბჭო განიხილავს, უნდა მოეთხოვებოდეთ თუ არა ფედერალური მთავრობის ზოგიერთ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს სავალდებულო ვაქცინაცია.


საფრანგეთი

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ, 12 ივლისს გამოცხადებული წესის მიხედვით, საფრანგეთში, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე თითოეული ადამიანი ვალდებულია ვაქცინა გაიკეთოს. ადამიანებმა, ვისაც სურს კინოთეატრს ეწვიოს ან მატარებელში ავიდეს, უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ან ტესტის უარყოფითი პასუხი.

19 ივლისს მთავრობამ განაცხადა, რომ იმ ბიზნესისთვის დაგეგმილი ჯარიმები, რომლებიც კლიენტთა სტატუსს არ შეამოწმებენ, თავდაპირველად დაგეგმილი 45 000 ევროზე გაცილებით ნაკლები, 1500 ევრო იქნება. ჯარიმის ოდენობა გაიზრდება განმეორებითი შემთხვევებისთვის.

საბერძნეთი

მოხუცთა თავშესფრების თანამშრომლებისთვის, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებისთვის, 12 ივლისს საბერძნეთმა ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. გადაწყვეტილება სექტემბრიდან ამოქმედდება. ახალი ზომების ფარგლებში, ბარებში, ტეატრებში, კინოებსა და სხვა დახურულ სივრცეებში, მხოლოდ იმუნიზებული პირები დაიშვებიან.

ინდონეზია

ინდონეზიამ იმუნიზაცია სავალდებულო თებერვალში გახადა. დედაქალაქ ჯაკარტაში, ვაქცინაციაზე უარის თქმა 5 მილიონი რუპიით დაჯარიმებას ითვალისწინებს, რაც 357 დოლარია.

იტალია

მთავრობის მიერ მარტში დამტკიცებული ბრძანების მიხედვვით, ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის ფარმაცევტები, უნდა აიცრან. ისინი, ვინც უარს იტყვიან, წლის ბოლომდე ანაზღაურების გარეშე დარჩებიან, ან მუშაობის შეწყვეტა მოუწევთ.

უნგრეთი

23 ივლისს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.

ყაზახეთი

23 ივნისს, ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება ადამიანებისთვის, ვინც 20-ზე მეტ ადამიანთან ერთად მუშაობს.

მალტა

14 ივლისიდან, იმ ადამიანებისთვის, ვინც სრულად არ არის აცრილი, მალტამ ქვეყანაში ვიზიტორების შესვლა აკრძალა.

პოლონეთი

აგვისტოდან, მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის, პოლონეთმა ვაქცინაცია შესაძლოა სავალდებულო გახადოს.

რუსეთი

“Moscow Times” - ის ცნობით, მოსკოვის მერიის გეგმის მიხედვით, 15 აგვისტომდე მომსახურების სფეროში დასაქმებულთა 60 აცრილი უნდა იყოს.

საუდის არაბეთი

მაისში, კონკრეტული თარიღების განსაზღვრის გარეშე, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყველა, საჯარო თუ კერძო სექტორში დასქმებული ადამიანი, ვისაც სამუშაო ადგილზე ყოფნა სურს, უნდა აიცრას.

ვაქცინაცია ასევე მოეთხოვება პირებს, რომლებიც შედიან ნებისმიერ სამთავრობო, კერძო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პირველი აგვისტოდან, ვაქცინაცია აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვისაც.

ასევე, 9 აგვისტოდან, საუდის არაბეთის მოქალაქეები, ვიდრე ქვეყნის გარეთ იმოგზაურებენ, სრულად უნდა იყვნენ ვაქცინირებული.

თურქმენეთი

7 ივლისს, თურქმენეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო ხდებოდა 18 წელზე უფროსი, ქვეყნის ყველა მცხოვრებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG