„ფეისბუქი“ აცხადებს, რომ იწყებს საკუთარი სერვერებიდან იმ ყალბი ინფორმაციის მოცილებას, რომელმაც შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს. კომპანია ამბობს, რომ ითანამშრომლებს ადგილობრივ ორგანიზაციებთან რათა ასეთი ინფორმაციის, მათ შორის ტექსტების და ყალბი ფოტოების გამორჩევა მოხდეს.
„ფეისბუქს“ ბრალი დასდეს, რომ მომხმარებლებს საშუალება მისცა გაევრცელებინათ სიძულვილის ენა და ყალბი ინფორმაცია, რასაც ცოტა ხნის წინ, შრი-ლანკაში, ბირმაში და ინდოეთში ძალადობა მოჰყვა.
Facebook Forum