ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფეისბუქი" ცვლილებების დანერგვის პირობას დებს


სოციალური ქსელი “ფეისბუქი” მომხმარებელს პირადი ინფორმაციის დაცვის შესაძლებლობას გაუადვილებს. ამ ფონზე, სოციალური ქსელი კრიტიკის საგანია, რადგან “ფეისბუქის” გამოყენებით, ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანია “კემბრიჯ ანალიტიკამ” 50 მილიონი ადამიანის ინფორმაცია მოიპოვა და ის, სავარაუდოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ გამოიყენა.

ინფორმაციის მოპოვებაში ადამიანების ვინაობის, ტელეფონის ნომრებისა და ანდროიდის სისტემების ტელეფონებზე გაგზავნილი მესიჯებისა და ზარების დეტალური ინფორმაციის შეგროვება შედის.

"ფეისბუქმა" განცხადება დღეს გააკეთა და თქვა, რომ ქსელის 2.2 მილიარდი მომხმარებლის ხმა “ჩვენთვის კარგადაა გასაგები” და რომ ცვლილება აუცილებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG