ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფეისბუქმა" და "ტვიტერმა" ირანთან დაკავშირებული გვერდები წაშალა


ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე სოციალური მედიის გიგანტები "ფეისბუქი" და "ტვიტერი" აცხადებენ, რომ მათ ასობით ისეთი გვერდი და ანგარიში წაშალეს თავიანთი ქსელებიდან, რომლებსაც რუსეთთან და ირანთან ჰქონდა კავშირი.

"ფეისბუქის" განცხადების თანახმად, მათ წაშალეს 254 გვერდი და 116 ანგარიში "ინსტაგრამზე" - ყველა მათგანი ირანიდან იყო შექმნილი და დეზინფორმაციის გავრცელების კამპანიის ნაწილი იყო. ამ კამპანიის სამიზნე კი სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი იყო.

კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ "FireEye"-ის, - კიბერ-უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ფირმის რეკომენდაციის საფუძველზე იმოქმედეს. ამ კომპანიამ სოციალური მედიის გიგანტებს აცნობა, რომ ამ გვერდებით ირანული პროპაგანდა ვრცელდებოდა, მათ შორის იყო საუდის არაბეთისა და ისრაელის საწინააღმდეგო მოწოდებები და ასევე პალესტინელთა მხარდამჭერი დისკუსიები.

"ჩვენ წავშალეთ 652 გვერდი, ჯგუფი თუ ანგარიში, რომლებიც შემჩნეული იყო არაავთენტურ აქტივობაში, რომლებიც ირანიდან იყო შექმნილი და სხვადასხვა ინტერნეტ სერვისის მეშვეობით ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ ამერიკაში, ბრიტანეთსა და ამერიკაში მოსახლეობაზე გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად", - თქვა ნეთანიელ გლიჩერმა, "ფეისბუქის" კიბერ-უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა.

რამდენიმე კვირის წინ, ამავე კომპანიებმა წაშალეს რამდენიმე გვერდი, რომელიც რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას ავრცელებდა. ამ კვირაში ითქვა, რომ "ფეისბუქმა" კიდევ რამდენიმე ასეთი გვერდი აღმოაჩინა და დაბლოკა. თუმცა კომპანიის განცხადებით, ამ ანგარიშების კავშირი იმ ანგარიშებთან, რომლებიც ირანიდან იმართებოდა, არ იკვეთება.

გუშინვე "ტვიტერმა" გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც 284 ანგარიში წაიშალა მათი ქსელიდან - "კოორდინირებულ მანიპულაციებში მონაწილეობისთვის". მათი წარმომავლობა "ტვიტერის" თანახმადაც, ირანს უკავშირდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG