ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის ქვეყნები საზღვრებს ხსნიან


ორშაბათს, საფრანგეთში, ბრიტანეთში, საბერძნეთში სხვა ქვეყნებში ეკონომიკებს ხელახლა ხსნიან, ჩინეთში კი, ათობით ახალი შემთხვევის გამო, კორონავირუსის ზოგიერთ შეზღუდვებს განმეორებით აწესებენ.

პარიზის რესტორნის მფლობელები, კლიენტებისთვის დახურულ სივრცეს ხსნიან. საფრანგეთში ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც შეუძლიათ ჩასვლა, რადგან ქვეყნები კონტინენტის სხვა ნაწილებთან საზღვრებს ხსნიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკა ხელახლა უნდა აამუშაონ.

ბრიტანეთში არა-პირველადი საჭიროების მაღაზიები ორშაბათს გაიხსნება. ამასთან ერთად სალოცავი ადგილები და გასართობი ობიექტები, როგორიცაა ავტო-კინოთეატრები და ზოოპარკები. ადამიანებს მაინც მოეთხოვებათ სოციალური დისტანციის დაცვა და დახურულ სივრცეში ყოფნისას პირბადის გამოყენება.

ორშაბათს, ბრიტანეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეები სავალდებულო გახდა.

საბერძნეთმა, ევროკავშირის მოგზაურებისთვის, სიდიდით მეორე ქალაქ თესალონიკის აეროპორტი გახსნა და სამთვიანი ჩაკეტვის შემდეგ მუზეუმების კარი გაიღო.

ხუთშაბათისთვის, ჰონგ-კონგის დისნეილენდის გახსნაა დაგეგმილი. პარკი იანვრიდან დაიკეტა და თავდაპირველად სტუმრების შეზღუდულ რაოდენობას მიიღებს. სტუმრებს, ადგილზე მისვლამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის შევსება მოუწევთ, რაც წინასწარი შეკვეთის ნაწილი იქნება. შანხაის დისნეის პარკი გასულ თვეში გაიხსნა.

ჩინეთმა “კოვიდ-19” -ის 49 ახალი დადასტურებული შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. შემთხვევების უმეტესობა, პეკინის საბითუმო ბაზარს უკავშირდება. ამ ვითარებამ, ხელისუფლებას სოციალური იზოლაციის ზოგიერთი შეზღუდვის ხელმეორედ შემოღება და ზოგიერთი სკოლის გახსნის გეგმების შეჩერება უკარნახა.

მსოფლიოში ბევრგან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ როდის და რამდენად სწრაფად შეარბილონ ის ზომები, რომელსაც ვირუსის გავრცელების შესანელებლად მიმართეს. მთელ მსოფლიოში ვირუსით 7.9 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და სულ ცოტა 433 ათასი გარდაიცვალა.

შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტად დაზარალებული ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა კვირას შეშფოთება გამოთქვა ადგილობრივი ხელისუფლებების და ბიზნესებისადმი მიმართული საჩივრების გამო, რომლებიც შეზღუდვებს სათანადოდ არ იცავენ, რაც ადამიანების დიდი ჯგუფების შეკრებას და არასაკმარის სოციალურ დისტანცირებას იწვევს. იმავდროულად, პირბადე ძალიან ცოტას უკეთია.

შეშფოთება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმაც გამოთქვა, სადაც ერთ დღეში 1500 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთისთვის, 3 ივნისის შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი ციფრი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG