ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა მორიგი ტერაქტების მოლოდინში


ევროპის უსაფრთხოების სააგენტოები არ გამორიცხავენ, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტული ქსელები კონტინენტზე მორიგ აფეთქებებს გეგმავდნენ. ტერორისტების თავდასხმის ობიექტი შესაძლოა კრიტიკული მნიშვნელობის სამიზნეები, მათ შორის, სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურაც იყოს.

შეშფოთება ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ჩატარებული ერთ-ერთი რეიდის დროს, ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელიდან მისი პირადი კომპიუტერი ამოიღეს. მასში იმ შენობის ფოტოები იპოვეს, რომელშიც ბელგიის პრემიერ-მინისტრის ოფისია განთავსებული. ამას ემატება ბრიუსელის აფეთქებებში ეჭვმიტანილი ძმების ხალიდ და იბრაჰიმ ელ ბაქრაუის ვიდეოფირები, რომლებიც ადასტურებს, რომ ისინი ბელგიის ბირთვული კომლექსის თანამშრომელს, ერთ-ერთ მეცნიერს უთვალთვალებდნენ. ეს ადასტურებს, რომ ტერორისტები შესაძლოა სტრატეგიას ცვლიდნენ და ე.წ. რბილი სამიზნეების, როგორიცაა კაფეები, რესტორნები, რკინიგზის სადგურები და სტადიონები, უფრო დიდი და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტებით ჩანაცვლებას გეგმავდნენ.

XS
SM
MD
LG