ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერები ბრიუსელზე თავდასხმებს გმობენ


ბრიუსელში დღეს მომხდარ აფეთქებებს მსოფლიო ლიდერების მკაცრი გამოხმაურება და ტერორიზმის დაგმობა მოჰყვა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ის შეძრულია თავდასხმით და ბელგიას ევროპის დახმარება აღუქვა.

“ეს თავდასხმები სიძულვილისა და ძალადობის სამსახურში მყოფი ტერორისტების ახალი მდაბიო ნაბიჯია,” განაცხადა ტუსკმა. მისივე თქმით ევროპის კავშირი შეასრულებს თავის როლს და ბელგიასა ევროპას ტერორიზმის დაძლევაში დაეხმარება.”

“რთული დღეა” ამ სიტყვებით დაასრულა პრესკონფერენცია იორდანიაში საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, ის ოთახიდან ატირებული გავიდა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შეფასებით კი “ტერორისტებმა ბრიუსელს დაუმიზნეს, მაგრამ მთელი ევროპა შეძრეს.”

საფრანგეთში ნოემბერში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი გასულ კვირას სწორედ ბრიუსელში დააკავეს.

მთავრობის კაბინეტის საგანგებო შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და აფეთქებები დაგმო. ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ მან ევროპას გაერთიანებული ძალისხმევისკენ მოუწოდა: “ჩვენ არ დავუშვებთ ამ ტერორისტების გამარჯვებას,” განაცხადა მან.

ტერაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის უფროსი პიტერ ალტმაიერი, “ტერორიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს,” დაწერა მან სოციალურ ქსელში. ის იქვე წერს, რომ ევროპული ღირებულებები ძალადობაზე, ტერორზე და სიძულვილზე ძლიერია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერიმა მარია ზახაროვამ კი განაცხადა, რომ ტერორისტებს თავდასხმებისკენ “ევროპის ორმაგმა სტანდარტბმა” უბიძგა და რომ ტერორიზმთან ბრძოლას რუსეთსა და ნატოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაყინვა აფერხებს.

XS
SM
MD
LG