საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრასუა ოლანდმა დღეს განაცხადა, რომ მას აღარ სურს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რომლის თანახმადაც საფრანგეთში დაბადებულ ტერორისტებს მოქალაქეობა ჩამოერთმეოდათ.
ოლანდმა ეს ცვლილება პარიზის ნოემბრის თავდასხმების შემდეგ მოითხოვა. მაშინ ტერორისტული აქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა და 350-ზე მეტი დაშავდა. საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატამ საკონსტიტუციო ცვლილების ტექსტი ცალ-ცალკე შეიმუშავა, თუმცა, სენატი და ეროვნული ასამბლეა ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.
საკონსტიტუციო ცვლილების ოპონენტები აცხადებენ, რომ ის მუსლიმებს სამიზნეში უსამართლოდ ამოიღებს. ოლანდის თქმით, ის ქვეყნის გაერთიანებას ცდილობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
პოპულარული
1