ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრობლემები ევროპის ეკონომიკაში


ევროზონაში 17 მილიონი უმუშევარია

ევროკავშირის განცხადებით, მაისში ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 11,1 პროცენტი შეადგინა. ეს ევროს გამოშვების შემდეგ ყველაზე მაღალი ციფრია.

ევროზონის 17 ქვეყანაში 17 მილიონი უმუშევარია, რაც ორი მილიონით აღემატება შარშანდელ მონაცემებს. უმუშევრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ესპანეთშია დაფიქსირებული, სადაც ყოველი მეოთხე სამუშაოს გარეშეა დარჩენილი. ასევე, კერძო კომპანიის - „მარკეტ ეკონომიკსის“ კვლევის შედეგების თანახმად, ივნისში ევროზონის ქვეყნებში წარმოების მაჩვენებელი 2009 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა დაცემული.
XS
SM
MD
LG