მოლაპარაკებების მარათონმა მთელი ღამე გასტანა. პარასკევს დილით 27 ქვეყნისგან შემდგარმა ევროკავშირის ლიდერებმა რამდენიმე კრიტიკული გადაწყვეტილება მიიღეს. პაკეტი ევროზონის კრიზისიდან გამოყვანის მოკლე და გრძელვადიან ზომებს მოიცავს. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიუსელის სამიტის მონაწილეებმა ეკონომიკის ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის 151-მილიარდიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ევროზონის 17 ქვეყნისთვისაა გათვალისწინებული.
ბელგიის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპოიმ შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ლიდერების საერთო შეთანხმების საფუძველზე, საგანგებო ხსნის ფონდი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბანკებს ისე დაეხმარება, რომ წევრი ქვეყნების სუვერენული დავალიანება ამით არ გაიზრდება.
„შემუშავებული პროცედურა საშუალებას მოგვცემს ბანკების კაპიტალით შევსება უშუალოდ, პირდაპირ განვახორციელოთ. როგორც კი ერთიანი ზედამხედველობის მექანიზმი გვექნება, ბანკებს და მთავრობებს შორის არსებულ წრეს გავარღვევთ და პროცესს გავამარტივებთ“.
შეკრული წრის გარღვევას ესპანეთის და იტალიის ბანკებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი საკრედიტო მომსახურების განაკვეთი უკანასკნელი კვირების მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ევროკავშირის ლიდერებმა ევროზონის ბანკებზე ზედამხედველობის განსახორციელებლად სპეციალური მექანიზმი შეიმუშავეს. საერთო გადაწყვეტილებით, ახალი ორგანიზაცია წლის ბოლომდე უნდა ჩამოყალიბდეს და მომავალში მისი მიზანი ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური და ფინანსური კავშირების შექმნა იქნება. ორგანიზაციის მუშაობის ჩარჩო და ფორმატი ოქტომბრის ბოლომდე განისაზღვრება და გამოქვეყნდება, აღნიშნა ბატონმა რომპოიმ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ ბრიუსელის სამიტზე მიღწეულ პროგრესზე და წარმატებებზე ისაუბრა:
“ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანი დასკვნები გაკეთდა და მომავალი ძირეული გადაწყვეტილებების და ქმედებებისადმი ერთგულებაც დადასტურდა. როგორც იცით, აქამდე გამართულ სამიტებზე ეკონომიკის ზრდის შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებათა აუცილებლობაზე იყო საუბარი. დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ სახის გადაწყვეტილებები მივიღეთ. სტაბილიზაციის მოკლევადიან ზომებთან ერთად ევროპის მომავალ ეკონომიკურ და მონეტარულ კავშირთა განმტკიცებასაც ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ ამას როგორც იქნა მივაღწიეთ“.
პარასკევს დილით მოკლე კომენტარი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც გააკეთა და განაცხადა, რომ სამიტის შედეგებით ძალიან კმაყოფილია:
ქალბატონი მერკელის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა უმუშევრობასთან ბრძოლის საქმეში, ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და მომავალში ფინანსური სტიმულირების ფონდების შექმნისთვის სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს.
ანალიტიკოსები მსგავს პოზიტიურ შედეგებს ევროკავშირის ლიდერების უკანასკნელი შეხვედრიდან არ ელოდნენ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა გავლენას იქონიებს აღნიშნული სამიტი მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე.