კორუფცია და კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში ევროკავშირ-უკრაინის სამიტის მთავარი საკითხები იქნება. სამიტი ბრიუსელში ორშაბათს გაიმართება. ევროკავშირი კიდევ ერთხელ დაადასტურებს უკრიანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას. გასულ კვირას, ევროპულმა ბლოკმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ერთხელ გააფართოვა.
თუმცა, ევროკავშირი ამავე დროს, კვლავ მოითხოვს უკრაინისგან რეფორმების გაღრმავებას. კორუფცია განხილვების მთავარ თემად რჩება. მაისში ევროკავშირმა უკრაინას 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყო შიდა რეფორმების გასატარებლად. კიევს კვლავ მოუწოდებენ შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სასამართლო.
თეთრი სახლის მიერ ამ კვირაში გაკეთებული განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის თაობაზე ამერიკის პოლიტიკა არ იცვლება. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები 16 ივლისს ერთმანეთს ჰელსინკიში შეხვდებიან. უკრიანა, სავარაუდოდ, მათი მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.
Facebook Forum