ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელმა ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს


ევროპელმა ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს
ევროპელმა ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ძლიერი წნეხის ქვეშ შეთანხმების მისაღწევად, რომელმაც ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ვალის კრიზისი უნდა დაარეგულიროს-გუშინ ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ რომ ბანკებს მოსთხოვენ ახალი რეგულაციების გატარებას, რაც თავის მხრივ სამომავლო საგანგებო სიტუაციებისას დახმარებას უზრუნველყოფს.

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრაბაუსკაიტემ შეთანხმებას პოზიტიური გარღვევა უწოდა ევროკავშრის 27 ქვეყნისთვის. თუმცა დასძინა, რომ რთული სამუშაო წინ არის:

„მთავარი საკითხი ახლა არის საბანკო სექტორის რესტრუქტურიზაცია, სტაბილიზაცია და გარანტიების დათქმა, რომ ჩვენ ნამდვილად ვუჭერთ მხარს ამ ზომას. ამდენად, ბერძნული ფინანსური პაკეტი თავიდან იქნება მოლაპარაკებული, შემდეგ ის საბანკო სექტორს და ბანკების წარმომადგენლებს გადაეცემა. მაგრამ თავიდანვე ვამბობთ, რომ ჩვენ, 27 ქვეყნის წარმომადგენელი მწვანე შუქს ვუნთებთ მოლაპარაკებების დასრულებას. ამის შემდეგ კი ტექნიკური დეტალები უნდა შევაჯეროთ.“

სირთულეებს შორის ერთერთი ტექნიკური სიძნელე, რომელიც საბერძნეთის ვალთან არის დაკავშირებული ეხება თანხას, რომელსაც ევროპული ბანკები საბერძნეთის ვალიდან ჩამოწერენ.

ევროპელი ლიდერების სურვილით, ბანკებმა თავის თავზე უნდა აიღონ სამოცპროცენტიანი დანაკარგი, ეს კი სამჯერ უფრო მეტია ვიდრე ივლისში მიღწეული შეთანხმება.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისი ევროზონის ნაწილი არ არის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები გადამწყვეტია ევროპული კონტინენტის წარმატებისთვის.

„დიდი ბრიტანეთის ინტერესებში შედის არსებული პრობლემების მოგვარება და კრიზისის დასრულება. ჩვენი ბანკების რეკაპიტალიზაციის სფეროში, პროგრესს მივაღწიეთ. ეს საკითხები დეტალებამდე შეთანხმებული არ იყო, თუმცა ახლა ყველაფერზე მოვილაპარაკეთ.“

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რომელმაც გერმანელი კანონმდებლების მხრიდან მხარდაჭერა მოიპოვა ევროზონის სამაშველო ფონდის გასაზრდელად, განაცხადა:

„გერმანია კარგად ვერ იგრძნობს თავს, თუ ევროპას უჭირს. ევროპული მთავრობების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ევროპის მიერ კრიზისის დაძლევის ხელშეწყობა. ეს კი ნიშნავს, რომ ევროპა სტაბილურობის კავშირად უნდა იქცეს."

XS
SM
MD
LG