ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბორელი: ევროკავშირი გააფართოებს უკრაინელი სამხედროების საწვრთნელ მისიას


უკრაინელ ჯარისკაცთა წვთნა. 23 აგვისტო, 2024 წ.
უკრაინელ ჯარისკაცთა წვთნა. 23 აგვისტო, 2024 წ.

ევროკავშირს განზრახული აქვს, უფრო მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მომზადება, რაზეც კონკრეტულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები 30 აგვისტოს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უნდა შეთანხმდნენ. ამის შესახებ 30 აგვისტოს, შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ბორელის თქმით, ევროკავშირის საწვრთნელი მისიის წინასწარი მიზანი 60 000 სამხედრო მოსამსახურის მომზადება იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი გაიზრდება. "თუ რამდენით, ამას დღის ბოლოს გეტყვით. მაგრამ, ეს არის ყველაზე წარმატებული სასწავლო მისია, რომელიც ევროკავშირმა როდესმე ჩაატარა. 60 000 და, შესაძლოა, უფრო მეტი ჯარისკაცის მომზადება, მნიშვნელოვანი შედეგია", - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ბორელმა დასძინა, რომ მინისტრები ასევე იმსჯელებენ კიევში საკუთარი უჯრედის გახსნის შესაძლებლობაზე, რათა გაძლიერდეს ევროპული კოორდინაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან.

რაც შეეხება ევროპელი ინსტრუქტორების ჩართულობით წვრთნების უშალოდ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებას, ასეთი ვარიანტი ამჟამად არ არის დათქმული, განაცხადა ბორელმა.

იმავდროულად, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ უკრაინის ტერიტორია ამა თუ იმ გზით ჩაერთოს სასწავლო პროგრამაში. ამასთან შვედმა მინისტრმა დასძინა, რომ ამ საკითხში საჭიროა ევროკავშირის ერთიანობა და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული "სამხედრო და პოლიტიკური მოსაზრებები".

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი დადებითად გამოეხმაურა უკრაინის ტერიტორიაზე სასწავლო მისიის ჩატარების შესაძლებლობას. ბრიტანეთი და იტალია წინააღმდეგი იყვნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG