ევროკავშირი აცხადებს, რომ ამერიკის მიერ ევროპულ მანქანებსა და მანქანის ნაწილებზე დაწესებული ტარიფები გაუმართლებელია და ეს რეალურად ამეირკის ეკონომიკისთვის აღმოჩნდება საზიანო. ამის შესახებ ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტისთვის პარასკევს გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.
პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, ევროკავშირიდან ავტომობილების იმპორტზე 20 %-იანი ტარიფი დაწესდა. მისი თქმით, ეს უსაფრთხოების მიზნებითაა განპირობებული, თუმცა არ ყოფილა არანაირი დაზუსტება იმის შესახებ, თუ რას გულისხმობდა „უსაფრთხოება“ ამ შემთხვევაში.
ევროკავშირის სპეციალურ წერილში ნათქვამია, რომ 2017 წელს ამერიკაში მოქმედმა ევროპულმა კომპანიებმა დაახლოებით 3 მილიონი ავტომობილი აწარმოეს, რაც ამერიკაში წარმოებული მანქანების დაახლებით 26 %-ს შეადგენს.
ევროპული საავტომობილო ინდუსტრია შეერთებულ შტატებში დაახლოებით 120 000 სამუშაო ადგილს ქმნის. საწარმოების უმეტესი ნაწილი ქვეყნის სამხრეთში მდებარე შტატებშია თავმოყრილი - რეგიონში, რომელშიც მოსახლეობის უმეტესობა პრეზიდენტ ტრამპს უჭერს მხარს. სატარიფო ომმა შესაძლოა ამ სფეროში დასაქმებულ ბევრ ადამიანზე მოახდინოს გავლენა.
Facebook Forum