ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსულ ბანკებს სურსათით ვაჭრობის გასამარტივებლად ზოგ სანქციას უმსუბუქებს


ევროკავშირი რუსეთზე სანქციების მიმართულებით ცვლილებას გეგმავს. პროექტის სამუშაო ვერსიაში განიხილება რუსული ბანკების ზოგიერთი აქტივზე გაყინვის მოხსნა იმისთვის, რომ სურსათისა და სასუქის გლობალური ვაჭრობა გამარტივდეს.

ევროკავშირის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას წინ, აფრიკელი ლიდერების უკმაყოფილება უძღოდა იმის თაობაზე, რომ სანქციები ვაჭრობას აფერხებს და ამან შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს სურსათის ის კრიზისი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით და შავი ზღვის პორტების ბლოკადითაა გამოწვეული.

რეგულაციების ცვლილების თანახმად, რომელსაც სავარაუდოდ ოთხშაბათს მიიღებენ, ევროკავშირის წევრები განბლოკავენ აქამდე დაბლოკილ იმ რესურსებს, რომლებსაც რუსული ბანკები და კომპანიები ფლობდნენ, მათ შორის VTB, Sovcombank, Novikombank, Otkritie FC Bank, VEB, Promsvyazbank და Bank Rossiya.

თუმცა კიდევ ერთი დოკუმენტის თანახმად, რომელსაც სავარაუდოდ ასევე ოთხშაბათს მიიღებენ, გაიყინება რუსეთის უდიდესი ბანკის - "სბერბანკის" აქტივები იმ რესურსების გარდა, რომლებიც სურსათით ვაჭრობისთვისაა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამუშაო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ეს რესურსები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განიბლოკოს, რაც განისაზღვრება, რომ ის აუცილებელია სურსათის და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების, მათ შორის მარცვლეულისა და სასუქების შესყიდვის, იმპორტისა თუ ტრანზიტისთვის.

XS
SM
MD
LG