ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დაბომბვას უკრაინაში კიდევ 6 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა


6 უკრაინელი დაიღუპა დღეს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ტორეცკში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორსართულიანი თავშესაფარი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სამსახურები ავრცელებენ.

უკრაინელმა მაშველებმა თქვეს, რომ ნანგრევებიდან 5 გვამთან ერთად, 3 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს, მაგრამ მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქალაქი ტორეცკი დღეს დილიდან იბომბება. ის დონეცკის ოლქში მდებარეობს.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის მეხუთე თვეს, მოსკოვი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ფაქტებს კვლავ უარყოფს. კრემლი მსგავს შემთხვევებში ხშირად ამბობს, რომ საქმე სამხედრო სამიზნეებს ეხებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG