ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი აზრის წნეხი მთავრობაზე


9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი
9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი

საქართველო მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზაჯვარედინზე დგას. სულ ცოტა ხანი რჩება გადაწყვეტილებამდე იმის თაობაზე, გახდება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მეორე მხრივ კი ისმის კრიტიკა რეკომენდაციების შეუსრულებლობის შესახებ. ეს კი მაშინ, როცა ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, რომელსაც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. აპრილის მიწურულს გამოქვეყნებული „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ გამოკითხვა აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერთა რაოდენობა 89 პროცენტს აღწევს, 80 პროცენტი კი ნატოში გაწევრიანების მომხრეა.

„ხელისუფლება იძულებულია იყოს დაინტერესებული, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე, "ღია საზოგადოების ფონდის" მკვლევარი. ის ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოების დინამიკას და გადადგმულ თუ გადაუდგმელ ნაბიჯებს თანმიმდევრულად აფასებს.

ჩხიკვაძე ამბობს, რომ ფაქტია, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი, უკანასკნელი კვლევების მიხედვით (ისევე, როგორც მანამდე ჩატარებული კვლევების მიხედვითაც), მხარს უჭერს ევრკავშირში გაწევრიანებას. ამ სურვილის დადასტურებაა ხალხმრავალი აქციები, როდესაც საზოგადოება სპონტანურად და თვითორგანიზებულად იკრიბება და რეაგირებს საფრთხეებზე, რასაც დასავლეთთან დაშორებად და რუსეთთან დაახლოებად აღიქვამს. "ამ პირობებში, ხელისუფლება, უბრალოდ, იძულებულია, საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს,- მიიჩნევს ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის მკვლევარი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:38 0:00

საქართველო ახლა გამოცდის რეჟიმშია. 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება მას გზას გაუხსნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ივნისში ცნობილი გახდა, რომ 12-დან მხოლოდ სამი პუნქტია მთლიანად შესრულებული. დანარჩენ 9 პუნქტზე მუშაობის საკითხი კი ყოველდღიური განხილვის, ურთიერთბრალებებისა და კამათის საგანია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი
9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ იციან, რა იგულისხმება ზოგიერთ რეკომენდაციაში.

„ჩვენ არ გაგვიგია რაიმე კონკრეტული შენიშვნა, მოსაზრება ევროკავშირის რეკომენდაციების შეუსრულებლად მიჩნეულ პუნქტებთან მიმართებით", - ამბობენ „ქართულ ოცნებაში“. ამის შესახებ „ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმა თითქმის პარალელურად განაცხადა. მათ შორის, გიორგი ვოლსკიმ და ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ვოლსკი, "ქართული ოცნება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:43 0:00

ვანო ჩხიკვაძე, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლების მოთხოვნის შინაარსი ლეგიტიმურია. შესაძლოა, ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით, მართლაც, ყოფილიყო საჭირო მეტი კონკრეტიკა და დაზუსტებაც, თუმცა მისთვის გაურკვეველია, რატომ განაცხადეს ამის თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახლა, როდესაც შემოწმების პროცესის დასრულებამდე ორიოდე თვეა დარჩენილი.

„ამგვარი ინტერესი ჰქონდათ მოლდოვაშიც, როდესაც მათ მიიღეს რეკომენდაციების პაკეტი. ამის გამო, მათმა ხელისუფლებამ სწრაფადვე დაგეგმა ვიზიტი, ჩავიდა ბრუსელში და დეტალურად გაიარა ყველა პუნქტის შინაარსი. საქართველოს ხელისუფლებასაც შეეძლო იგივე რამ გაეკეთებინა“, - გვეუბნება ვანო ჩხიკვაძე. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლება ბრიუსელთან უფრო აქტიურად თანამშრომლობს, ვიდრე ეს რეკომენდაციების მიღების დროსა და მის შემდგომ თვეებში ხდებოდა.

9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი
9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საკუთარი მოლოდინების თაობაზე 25 ივლისს ისაუბრა:

„ამ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო საქართველომ უნდა გამოიყენოს დარჩენილი რეკომენდაციების შესასრულებლად, რათა იყოს მაქსიმალურად კარგად მომზადებული ამ უნიკალური შესაძლებლობის ფანჯრის გამოსაყენებლად. ვიცი, რომ ეს, შეიძლება, არ იყოს ადვილი. კომპრომისზე წასვლა, საერთო ენის პოვნა, შესაძლოა, რთულია. მაგრამ არა შეუძლებელი. მე მჯერა ამის, რადგან, პოლიტიკოსების უმრავლესობას და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აქვთ საერთო მიზანი - დაეხმარონ საქართველოს წინსვლაში ევროპულ გზაზე,“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

„მუდმივად გვიჩნდება კითხვა, უნდა კი „ოცნებას“, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს?" - კითხულობს ქეთი ხუციშვილი, "ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი. ხუციშვილი იმედოვნებს, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში მცირედი პროგრესის შემთხვევაშიც კი, შეიძლება, საქართველომ სტატუსი მაინც მიიღოს.

"მაგრამ ამისთვის, მმართველმა პარტიამ მკვეთრად უნდა გამოხატოს, რომ ეს სურს და მზადაა იმოძრაოს პროგრესის მიმართულებით, იმის ნაცვლად, რომ თავს ესხმოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს (რასაც ძალიან ხშირად აკეთებს), ევროპარლამენტარებს. სწორედ იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან“,- აცხადებს ქეთი ხუციშვილი, "ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი.

გიორგი ვოლსკი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არასაკმარის განმარტებებში ევროკავშირს, თანამშრომლობის ნაკლებობაში კი ოპოზიციას ადანაშაულებს და ამბობს, რომ კონკრეტული საუბარი სასამართლოს რეფორმაზე, მედიის თავისუფლებაზე, ან დეოლიგარქიზაციის საკითხთან მიმართებით, დასავლელი პარტნიორებისგან არ გაუგიათ.

"არ ყოფილა კონკრეტული შენიშვნა, მოსაზრება [ევროკავშირის წარმომადგენლებისგან]. მზად ვართ ამ თემაზეც გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლით.. ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში არ ყოფილა და ცხადია, რომ პირველი პუნქტი (პოლარიზაციის შემცირება) არ შესრულებულა. ჩვენ ევროკავშირთან სათანამშრომლოდ მზად ვართ, თუმცა გვაქვს გარკვეული პრინციპული მოსაზრებებიც და მიგვაჩნია, რომ ზოგიერთ საკითხში, არა მარტო ევროპის ფორმატში, არამედ ნატოს ფორმატშიც, ბევრ ქვეყანაზე წინ ვართ ყველანაირი მაჩვენებლით,“- ამბობს გიორგი ვოლსკი.

9 აპრილი, 2023, თბილისი
9 აპრილი, 2023, თბილისი

ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რომელია ყველაზე რთულად შესასრულებელი პუნქტი საქართველოს ხელისუფლებისთვის? ვანო ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ ეს მართლმსაჯულების რეფორმაა, რომლის გატარების სურვილი და მზაობაც, უბრალოდ, არ არსებობს, რადგან მას მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნების გარანტად მიიჩნევს.

„ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით რეკომენდაცია შეასრულოს. ხელსუფლება მიიჩნევს, რომ სასამართლო არის ის დასაყრდენი, რომელიც უზრუნველყოფს მის ხელისუფლებაში დარჩენას. ის რომ დამოუკიდებელი იყოს, შექმნის რისკს და ეს ხელისუფლებაში ყოფნად დაუჯდებათ (საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, ყველა ხელისუფლებას ანალოგიური დამოკიდებულა ჰქონდა სასამართლო სისტემის მიმართ). არაა ხელისუფლება მზად ამისთვის“, - გვეუბნება ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის მკვლევარი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00

ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან „შესრულებულად“ მიიჩნევა სახალხო დამცველის არჩევის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა გათვალისწინება.

პროგრესის შესახებ ბოლო ანგარიშის თანახმად, „ნაწილობრივ შესრულებულად“ მიიჩნეოდა 8 პუნქტი. მათ შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუციების დამოუკიდებლობა, სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული ღონისძიებები, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რაც შეეხება მედია პლურალიზმს - ამ მოთხოვნის მიმართულებით ევროკავშირმა ვერანაირი პროგრესი ვერ დაინახა. შესაძლოა, ამ შეფასებაზე, მოგვიანებით, დადებითი გავლენა ნიკა გვარამიას შეწყალებამ მოახდინოს. გასულ თვეში გამოქვეყნებული, ევროკომისიის ზეპირი მოხსენებება სულ რამდენიმე დღით უსწრებდა სალომე ზურავიშვილის მხრიდან ტელეკომპანია "მთავარის" დირექტორის შეწყალებას.

9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი
9 აპრილი, 2023 წელი, თბილისი

საქართველოს ოქტომბერში კიდევ ერთი შეფასება ელის მანამ, სანამ წლის ბოლოს, საქართველოს კანდიდატის წევრობის თაობაზე ევროკავშირი საბოლოო სიტყვას იტყვის.

XS
SM
MD
LG