ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი უკრაინის დახმარების ფონდს 3.5 მილიარდი ევროთი ზრდის


ევროპის კავშირი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას აგრძელებს. უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ბრიუსელი 3.5 მილიონი ევროთი გაზრდის სპეციალურ ფონდს, საიდანაც უკრაინა ახალ შეიარაღებას მიიღებს. ამ ახალი ნაბიჯის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების ჯამური რაოდენობა 12 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.

„დღევანდელი გადაწყვეტილება კვლავ უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვექნება დაფინანსება, რათა გავაგრძელოთ კონკრეტული სამხედრო მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების შეიარაღებული ძალებისთვის,“ - ამბობს ჯოზეფ ბორელი. ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ასევე იკავებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს.

EPF, იგივე „ევროპის სამშვიდობო ფონდი“ რომლის დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილებაც ევროკავშირმა მიიღო, 2011 წელს ჩამოყალიბდა და მისი საშუალებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები განვითარებად ქვეყნებს თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში ეხმარება.

ფონდის თანხები იქნა გამოყენებული გასულ წელს უკრაინის დასახმარებლად, სადაც უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს.

ფონდი განცალკევებულია ევროკავშირის ბიუჯეტისგან, რომელსაც არ აქვს სამხედრო ოპერაციების დაფინანსების უფლება. ევროკავშირის ქვეყნები ფონდში წვლილს შეიტანენ თავიანთი ეკონომიკის მოცულობის მიხედვით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG