ესტონეთის პრემიერ მინისტრი მხარს უჭერს უკრაინის მოწოდებებს ნატოში გაწევრიანების შესახებ, „როგორც კი პირობები ამის საშუალებას შექმნის“. კაია კალასმა, ნატოში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადება 24 აპრილს, უკრაინაში ვიზიტისას გააკეთა.
ნატოსა და ევროკავშირის წევრი ესტონეთის პრემიერ-მინისტრიმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკისთან შეხვედრა უკრაინის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ჟიტომირში გამართა. მხარეებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და აყვავებული უკრაინა, როგორც ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ევროპული უსაფრთხოების მომავლისთვის აუცილებელია“ - ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში.
„ნატოს ვილნიუსის სამიტის კონტექსტში, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ერთად ვიმუშაოთ, რათა დავადგინოთ გზა, რომელიც დაეხმარება ნატოს წევრობასთან უკრაინის მიახლოებას და გზას გაუხსნის უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, როგორც კი პირობები ამის საშუალებას შექმნის“ - ნათქვამია დეკლარაციაში. ნატოს სამიტი ვილნიუსში მიდმინარე წლის ივლისში გაიმართება.
ზელენსკიმ, მადლობა გადაუხადა ესტონეთს თავდაცვის სკუთხით გაწეული დახმარებისთვის, მაგრამ ასვე კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა, დასავლელი მკავშირეებისგან მეტი იარაღისა და უფრო სწრაფი მიწოდების შესახებ, „რათა დავაჩქაროთ ამ ომის დასრულება“ - თქვა ზელენსკიმ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გასულ კვირას კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი სამხედრო ალიანსშია, მაგრამ არ უთქვამს, როდის შეძლებს ქვეყანა ნატოში გაწევრიანებას.
„უკრაინის გასაწევრიანებლად, ალიანსის პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო“ - თქვა ზელენსკიმ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
რუსეთი აცხადებს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ, უკრაინის სამხედრო დახმარება კონფლიქტს აჭიანურებს და შემდგომი ესკალაციის საფრთხეს ქმნის. მოსკოვი კიევის ნატოში გაწევრიანებას, საკუთარი უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნევს.