ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთში ომის ნიშნებია 


სარაკეტო იერიშები ისრაელსა და პალესტინელებს შორის გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ 2014 წლის შემდეგ ვითარება ასეთი რთული არ ყოფილა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის ნიშნებია. 2014 წელს რეგიონში ვითარება 50 დღის განმავლობაში იყო დაძაბული და მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობდა.

დღეს, ცეცხლს, ერთმანეთის მიყოლებით ჰამასი და ისრაელის ხელისუფლება ხსნის და პროცესი მესამე დღეა თითქმის უწყვეტად მიმდინარეობს. 2014 წლისგან განსხვავებით შეიძლება ითქვას, რომ ახლა ვითარება გაცილებით რთულად არის, რადგან ისრაელის ებრაულ-არაბულ ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობას შორისაც დაპირისპირებაა.

ვრცელდება ცნობები, რომ დამწვარია ებრაელების კუთვნილი რესტორნების ნაწილი და სინაგოგაც კი. საპასუხო ქმედებას რამდენიმე არაბის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე არ არსებობს ნიშანი, რომ რომელიმე მხარე უკან დაიხევს, რის გამოც ასეთ ქალაქებში ვითარება ყოველდღიურად მწვავდება.


2000 წლის მსგავსად, ჰამასმა სრულმასშტაბიანი აჯანყება გამოაცხადა, თავის მხრივ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კი შეტევის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

მიმდინარე შტაკებების დროს ღაზის სექტორში 53 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები და ჰამასის 16 წევრი.

ჰამასის საჰაერო იერიშს ისრაელში ბოლო ორი ღამის განმავლობაში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა და დაშავდა ათობით ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელმა საჰაერო იერიშების დროს ჰამასის რამდენიმე მნიშვნელოვანი შენობა და საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG