ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი თალიბანს აფრთხილებს და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


მას შემდეგ, რაც ავღანეთს ამერიკული ჯარები ტოვებენ, ავღანეთში ვითარება დღითიდღე რთულდება. მორიგი ულტიმატუმი გასულ კვირას თალიბანმა თურქეთს წუყენა. თალიბანი მოითხოვს თურქეთმა „შეწყვიტოს ავღანეთის ოკუპაცია“ და უარი თქვას ქაბულის აეროპორტის გამაგრებასა და მართვის პროცესებში ჩართვაზე.

ამ დროისთვის არსებობს შეთანხმება, რომ ქაბულის აეროპორტი ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გასვლის შემდეგ უნდა დარჩეს თურქი სამხედროების დაცვისა და კონტროლის ქვეშ და ამ აეროპორტით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ისარგებლებენ. თალიბანი ამის წინააღმდეგია. ულტიმატუმი მოსალოდნელ თავდასხმას და შეტაკებებს ითვალისწინებს.

წაყენებულ ულტიმატუმს არ იზიარებს თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განცხადება გააკეთა და თალიბანს მოუწოდა შეწყვიტოს ძალადობა.

„მათ [თალიბანმა] უნდა დაასრულოს თავიანთი ძმების მიწის ოკუპაცია. მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ ავღანეთში მშვიდობამ დაისადგურა... ასეთი ფორმით მუსლიმები ერთმანეთს არ ესაუბრებიან... სამწუხაროდ, თალიბანის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, ფრაზა „ჩვენ არ გვინდა თურქეთი“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ერდოღანს დღეს არ უსაუბრია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს თურქეთი თუ თალიბანი შეტევაზე გადავა.

ამ დროისთვის ქაბულის აეროპორტის ლოგისტიკურ და ფინანსურ საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება. შეთანხმების მიხედვით ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ ტერიტორიას თურქი სამხედროები გააკონტროლებენ. ქაბულში ამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, გადაწყვეტილებით, 600 ამერიკელი სამხედრო დარჩება, რომელიც სრულად საელჩოს დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG