პრეზიდენტი ბაიდენი დაარწმუნებს ნატოს ლიდერებს, რომ ალიანსს კვლავ შეუძლია დაეყრდნოს ამერიკის შეერთებული შტატების, მისი ყველაზე ძლიერი წევრის, მხარდაჭერას. ასეთია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ლიდერების მოლოდინი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასა და „ნატოს“ შორის ურთიერთობა რთულად განვითარდა.
კოვიდ-19-ის რეგულაციები ორშაბათს დაგეგმილ სამიტში არაორდინალურ ცვლილებებს შეიტანს - სამიტი საბრძოლო თვითმფრინავების საჩვენებელი ფრენის გარეშე ჩივლის. 30 მოკავშირე, შუშისა და ფოლადის სათაო ოფისში იმსჯელებენ მრავალპოლუსიან რეფორმებზე პოსტკოვიდური სამყაროსთვის, სადაც ჩინეთის სამხედრო აღზევება ახალ გამოწვევას წარმოადგენს.
„ნატოს“ გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სამიტი ტრანსატლანტიკური კავშირების განახლებისთვის „უნიკალური შესაძლებლობაა.“
სამიტის წინა ღამით, ბრიუსელის მერიის ისტორიული შენობა, ნატოს ფერებში განათდება. სამიტის გახსნის დღეს კი, ბელგიის დედაქალაქის ცნობილი სიმბოლო, ბრინჯაოს ბიჭუნას შადრევანი Manneken Pis, ნატოს სიმბოლოებით ბრენდირებულ სამოსში იქნება გამოწყობილი.
დიპლომატები, ანალიტიკოსები, პრეზიდენტ ტრამპის „ნატოსთან“ ურთიერთობების შესაფასებისას ამბობენ, რომ დონალდ ტრამპმა გასლუწლი წლების სამიტები „სატელევიზიო რეალითი შოუების ხარისხში“ აიყვანა. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ამით ტრამპმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, მაგრამ აზარალა მოკავშირეები, რომლებსაც თავდაცვისთვის საჭირო დაგვიანებული დანახარჯების გამო, „დამნაშავეს“ უწოდებდა.
გერმანიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ პრეზიდენდ ტრამპის გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე გააუქმა. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ვაშინგტონის ზეწოლა იმისთვის, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის უფრო მეტი ხარჯი გაწიონ. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ევროპელ მოკავშირეებს, ასევე კანადასა და თურქეთს, 2021 წლის ბოლოსთვის, 2014 წელთან შედარებით, თავდაცვის ბიუჯეტი 260 მილიარდი დოლარით აქვთ გაზრდილი.
1949 წელს, საბჭოტა კავშირის სამხედრო საფრთხის საპირწონედ დაფუძნებულმა ალიანსმა, 70 წლის იუბილე 2019 წლის დეკემბერში, ლონდონში გამართულ სამიტზე აღნიშნა.
რუსეთი, კლიმატური ცვლილებები, ავღანეთი და ახალი ტექნოლოგიები, - ერთდღიანი სამიტის დღის წესრიგში წელს ეს საკითხებია წინ წამოწეული.
„ვიმედოვნებ, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან ნატოს ახალ კიბერთავდაცვის პოლიტიკაზე. ეს იქნება იმის გაცნობიერება და აღიარება, რომ კიბერსივრცე ყველა დროში კონკურენტული და სადავოა“ - აცხადებს სტოლტენბერგი.
ბედის ირონიით, სამიტი შეთანხმდება რეფორმების პაკეტზე, რომელიც ცნობილია სახელით „ნატო 2030“. პრეზიდენტი ტრამპი ამ პროექტის შესაბამისობას ეჭვქვეშ აყენებდა.
სტოლტენბერგი გამოყოფს ცხრა მიმართულებას. საშუალოვადიან პერიოდში, ალიანსმა მოდერნიზაცია უნდა განიცადოს. აქ შედის სამხედრო ოპერაციების უფრო ფართო და ერთიანი დაფინანსება. ამ წინადადების შესახებ საფრანგეთმა უკვე გამოთქვა შეშფოთება იმის შიშოთ, რომ ეს ფინანსებს ეროვნულ სამხედრო პრიორიტეტბს წაართმევს.
ლიდერები სავარაუდოდ შეეცდებიან შეადგინონ დოკუმენტი, რომელიც „ნატოს“ სტრატეგიული კონცეფციის სახელითაა ცნობილი. დოკუმენტში ჩინეთის „სამხედრო აღზევება“ გამოწვევებს შორის პირველადაა წარმოდგენილი.
Facebook Forum