ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველი საერთაშორისო ტურნე დაიწყო


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მეუღლე ჯილთან ერთად, დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სადაც პრეზიდენტი მის პირველ საერთაშორისო ტურნეს იწყებს.

პირველი დიდი შვიდეულის ლიდერებთან შეხვედრა იქნება, რომელიც კვირის ბოლოს დაიწყება და კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის გზებზე, კლიმატურ ცვლილებებზე და რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრებს.

სამდღიანი სამიტი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე კორნვოლის კურორტზე 11 ივნისს დაიწყება. ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბრიტანეთის სამხედრო გემები ყურეს პატრულირებენ, ხმელეთზე კი 6,500-ზე მეტი სამართალდამცავია მობილიზებული.

წელს დიდი შვიდეულის შეხვედრას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და კანადა შედიან, ავსტრალიის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის და სამხრეთ აფრიკის ლიდერებიც დაესწრებიან.

ეს ვიზიტი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ პირველ უცხოური ტურნე იქნება. ბაიდენი ევროპაში 8 დღე დარჩება და რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრება. ამ ნაბიჯით ადმინისტრაცია ცდილობს გაგზავნოს სიგნალი, რომ ბაიდენი ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობებს დიდ ყურადღებას აქცევს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მიზანი „ალიანსის გაძლიერება და პუტინისთვის და ჩინეთისთვის იმის მკაფიოდ ჩვენებაა, რომ ევროპა და შეერთებული შტატები ერთად არიან“.

დიდ ბრიტანეთში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.

პრეზიდენტი ბაიდენი ევროპაში ოფიციალურ ვიზიტს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრით დაამთავრებს. ისინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან. თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებას აწარმოებენ იმაზე, გაიმართება თუ არა ერთობლივი პრესკონფერენცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG